Home > ინტერნეტ მარკეტინგი > ცხელი ვაკანსია – ტურისტული გიდი

ცხელი ვაკანსია – ტურისტული გიდი

ზაფხული ყველაზე ,,მკვდარი’’ სეზონია. ხალხი ქალაქს არიდებს თავს და ქუჩები ცარიელდება, კომპანიების აქტივობა იკლებს, შემოსავალი მცირდება. მცირდება ვაკანსიებიც და განსაკუთრებით ჭირს სამუშაოს პოვნა. გასაკვირია, მაგრამ სამუშაოს პოვნის ყველაზე მეტი შანსი ზაფხულშია: ახალი კადრი ზაფხულშიც საჭიროა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გასულია ქალაქიდან, რჩებიან უმეტესად ისინი, ვინც სამუშაოს გამო ვერ ახერხებს დასვენებას, და შედარებით ცოტა უმუშევარი. შესაბამისად, უფრო დიდია შესაძლებლობა, რომ თქვენ CV-ის წაიკითხავენ.

ზაფხულში ყველაზე ხშირად ტურისტული კომპანიებს სჭირდებათ კადრი. ტურსიტული სააგენტოების ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ზაფხულის ცხელი ვაკანსია. თუ გიყვართ მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა, თუ იცით უცხო ენა და ისტორია, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის ყოფილა და ზაფხულში მუშაობასა და დასვენებას შესანიშნავად შეუთავსებთ ერთმანეთს.

ერთი შეხედვით საკმაოდ ადვილი უნდა იყოს ტურისტების  გაძღოლა, მაგრამ კარგი გიდის გარეშე მშვენიერი ბუნება და გასაოცარი ხედები,  ისტორიული ძეგლები და ადგილები მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას მოახდენს ტურისტებზე. შენობა თავისთავად მხოლოდ შენობაა, ადამიანი აქცევს შენობას, ისტორიულ ძეგლებს და ბუნებას  საინტერესოდ. კარგი გიდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ განსაკუთრებული, უცნობი მხრიდან დაანახოს ტურისტს ესა თუ ის ძეგლი და დაუვიწყარი გახადოს მოგზაურობა.

თავად ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც არ უნდა მოემზადო, რა გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, წარმატებული გიდი ვერ გახდები, თუ სპეციფიკური თანდაყოლილი უნარები და ნიჭი არ გაქვს. ყოველთვის, როცა ზურგზე უზარმაზარჩანთამოკიდებულ, შორტებსა და მასიურებში გამოწყობილ ტურისტებს ვხედავ, რომლებიც მართლაც მრავლად არიან ჩვენ დედაქალაქში, ერთი შეკითხვა მებადება: რატომ უნდა მომინდეს ერთ დღეს დავტოვო ყველაფერი და სამოგზაუროდ წავიდე? რატომ მინდა მოგზაურობა, ახალი ქვეყნებისა და ხალხის ნახვა? ლამაზი ბუნებითა და ადგილებით რომ დავტკბე მხოლოდ? არა, სიახლეების, განცდების, ცოდნის, პიროვნული ზრდისთვის… გიდსაც უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანთა მოგზაურობისას საკუთარი თავის პოვნას და ცხოვრების ახალი კუთხით დანახვას ცდილობს, მისმა სიტყვებმა კი შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს ტურისტის ცხოვრებაზე. ცხადია, თუ ასე მიუდგება გიდი თავის საქმეს, მისი ყოველი ტური დაუვიწყარი იქნება.

ახალი გიდის აყვანისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ერთ უნარს ანიჭებენ, ეს არის კომუნიკაბელურობა.

საქართველოში გიდის ვაკანსიის აღწერა ძირითადად მარტივი და ლაკონურია:

აუცილებელი მოთხოვნები:

- ინგლისური ან ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა.
– საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კარგი ცოდნა.
– აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .

პიროვნული თვისებები:

- ენერგიული
– კომუნიკაბელური
– შრომისმოყვარე

ტურიზმის რესურსების საიტი www.go2hr.ca  კი გიდის მოვალეობებს შემდეგნაირად განმარტავს:

ტურისტული გიდი ხელმძღვანელობს სტუმრებს, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ერთ დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. გიდს  მიჰყავს  ტურისტები დასახული მარშრუტით და აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ ადგილის შესახებ. ის ასევე პასუხისმგებელია ტურისტთა უსაფრთხოებაზე. თვალ-ყური უნდა ადევნოს, რომ ჯგუფი არ დაიშალოს. ტურისტულ გიდებს  ქირაობენ კომპანიები, კურორტები და ღირსშესანიშნავი ადგილები.
მოვალეობები:

-ტურისტების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
-ტურისთვის საჭირო აღჭურვილობის შეგროვება და შემოწმება
-ღირსშესანიშნავი ადგილების აღწერა და საჭიროების შემთხვევაში, კითხვებზე პასუხის გაცმა
-შეიძლება მოუწიოს ტურისტების გაძროლა და კონკრეტული ადგილის აღწერა ტრანსპორტის ან ველოსპედის მართვისას
-თვალს ადევნებს სტუმრების ქცევას უსაფრთხოებისა თუ წესების დაცვის მიზნით
-შეიძლება მოუწიოს მარშრუტის ან ღონისძიების დაგეგმვა

უნარები და პიროვნული თვისებები:
-უპირატესობა ენიჭება უმაღლესი განათლების დიპლომს
-უპირატესობა ენიჭება ტურიტული გიდების ტრენინგის სერტიფიკატს
-აუცილებელია უსაფრთხოების სფეროში მომზადება
-ადგილობრივი ისტორიის, შენობება-ნაგებობათა და რეალიების სრულოყოფილი ცოდნა
–  კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები
-შემოქმედებითობა
– კვლევისა და შესწავლის უნარი
-შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები
-დროის მართვის შესანიშნავი უნარები
-კონფლიქტის მართვის უნარი
-კლიენტთა მომსახურების კარგი უნარები
– მეორე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

არსებობს რამდენიმე უნარი, რომელიც აუცილებელია კარგი გიდისთვის:

თხრობისა და ორატორული მეტყველების უნარი. გიდს ტურისტთა ჯგუფის წინაშე უწევს საუბარი, შესაბამისად, მან უნდა იცოდეს ორატორული მეტყველების ძირითადი პრნციპები. საკმაოდ დიდი ვარჯიშია საჭირო მკაფიო და მშვიდი მეტყველების სასწავლად. თხრობა არამარტო ორატორული მეტყველებაა, ის გულისხმობს ისტორიისა და ამბის სწორად მოყოლისაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული ადგილების აღწერისას.

თხრობისას გიდმა არ უნდა გადაღალოს მსმენელი ფაქტებითა და ციფრებით. თარიღების ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა მსმენლისთვის ნაკლებად საინტერესო. უკეთესი იქნება, თუ რაიმე საინტერესო  ამბავს ან ისტორიას მოვყვებით. წინასარ უნდა მოვიძიოთ ამ ადგილთან დაკავშირებული მოკლე საინტერესო ამბავი.

პრობლემათა მოგვარების უნარი.
სხვა სამუშაოთა მსგავსად, პრობლემები აქაც იჩენს თავს. მაგრამ ჯგუფთან ერთად ყოფნისას, ეს პრობლემები შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს: შეიძლება ავტობუსი გაფუჭდეს და შუა გზაზე გაჩერდეთ, ან რომელიმე ტურისტი გახდეს ავად და მისი საავადმყოფოში წაყვანა გახდეს აუცილებელი, თუნდაც  ტურისტები აწუწუნდნენ რომ სცხელათ, დაიღალნენ და რაც უფრო უარესია, ჩხუბი ატეხონ. კარგ გიდს პრობლემათა სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაუნდა შეეძლოს.

უცხო ენების ცოდნა
დღეს საქართველოში აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ტურისტულმა გიდმა უცხო ენა იცოდეს. ჩვენ ქვეყანაში ძირითადად უცხოელთათვის ეწყობა ტურები და გიდებს ხშირად თარჯიმნის ფუნქციის შესრულებაც უწევს. ინგლისურენოვან ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში, მრავლად არიან კომპანიები, რომლებიც არ ითხოვენ გიდებისგან უცხო ენების ცოდნას. თუმცა იქაც უპირატესობით სარგებლობენ უცხო ენის მცოდნე გიდები, რადგან მათ საერთაშორისო ტურების ხელმძღვანელობა შეუძლიათ.

შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები
ორგანიზაციულ უნარი მართლაც მნიშვნელოვანია თუ გსურთ, კარგი გიდი გამოხვიდეთ. ეს უნარი სამუშაოს გაგიადვილებთ და მთელი კარიერის მანძილზე უპირატესობით ისარგებლებთ.  კომპანიათა უმეტესობა ცდილობს აიყვანოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ორგანიზატორული ნიჭი აქვს, რადგან ასე მათი სამუშაო და ცხოვრება იოლდება: კარგად ორგანიზებული ტურის დროს წარმოიქმნება ნაკლები პრობლემა, იზოგება თანხა და დრო.

ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ტურიზმის სფეროში მუშაობა მომგებიანი და ადვილია, სინამდვილეში კი წარმატება დიდი გამოცდილებისა და საკუთარ თვზე მუშაობის შედეგად მიიღწევა.

About these ads
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 103 other followers

%d bloggers like this: