მარკეტინგული კვლევა

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

იმისათვის, რომ მარკეტინგის მენეჯერებმა ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ უნდა ფლობდნენ ახალ, სანდო და სასარგებლო ინფორმაციას. დღევანდელ კონკურენტულ, გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, მარკეტოლოგებმა უნდა განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ შეცდომები, თუ სურვილი აქვთ, რომ გადარჩნენ და წარმატებას მიაღწიონ. საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი მარკეტინგული კვლევა, არამედ მთელი სისტემა, საიდანაც შესაძლებელია დროულად მივიღოთ სასარგებლო ინფორმაცია, იმისათვის რომ მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება. მარკეტინგული კვლევის როლი მარკეტინგული კვლევა ეს არის პროცესი რომლის დროსაც ხდება არსებული გარემოს შესახებ ინფორმაციის განზოგადება, ანალიზი და ახსნა, რათა შემდგომში მოხდეს მისი გამოყენება მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებისას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მარკეტინგული კვლევა არ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს იმის შანსები, რომ მიღებულ იქნას სწორი და მომგებიანი გადაწყვეტილებები.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მარკეტინგის მენეჯერს მიაჩნია, რომ მარკეტინგული ანგარიშები არის პრობლემების საბოლოოო პასუხი. ნაცვლად ამისა, მარკეტოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ (1) იდეალურად განხორციელებული კვლევის შემთხვევაშიც კი შესაძოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ შეცდომებს, (2) მარკეტინგული კვლევის საფუძველზე არ შეიძლება ზუსტი მომავლის პროგნოზირება, იმის თუ რა მოხდება მომავალში და (3) მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, მათი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რადგან არც ერთი მარკეტინგული კვლევა არ მოიცვას ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტრატეგიის წარმატებულობაზე. მიუხედავად ამისა, მარკეტინგული კვლევა გადაწყვეტილებებს არ იღებს, მას შეუძლია შეამციროს მარკეტინგული სტრატეგიების მართვასთან დაკავშირებული რისკები. მაგალითად, მას შეუძლია შეამციროს რისკი, რომელიც უკავშირდება ბაზარზე ახალი პროდუქტის შესვლას. ერთ დროს მარკეტინგის მკვლევარები ძირითადად ჩართულნი იყვნენ კვლევის ტექნიკურ ასპექტებში, მაგრამ არა კვლევის შედეგების სტრატეგიულ გამოყენებაში. დღეს, მარკეტინგის მკვლევარები მენეჯერებთან ერთად მუშაობენ მთელი კვლევის პროცესში და პასუხისმგებლები არიან კვლევაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ რეკომენდაციებზე. მარკეტინგული კვლევის პროცესი მარკეტინგული კვლევა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სისტემატური პროცესი ინფორმაციის მოსაპოვებლად, იმისათვის რომ მიღებულ იქნას შესაბამისი სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილება. კვლევის მიზანი კვლევის პროცესში პირველი ნაბიჯია ნათლად გადაწყვეტა იმისა თუ რატომ არის საჭირო კვლევა და რა უნდა გაკეთდეს. ეს შესაძლოა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს შორიდან ჩანს. საკმაოდ ხშირად სიტუაცია ან პრობლემა მოითხოვს კვლევას, თუმცა პრობლემის ხასიათი არ არის ნათელი ან კარგად განსაზღვრული და არც შესაბამისი ტიპის კვლევა არის განსაზღვრული. ამიტომ, მენეჯერებმა და მკვლევარებმა უნდა განიხილოდ და ზუსტად განსაზღვრონ არსებული მდგომარეობა და კარგად გაიგონ პრობლემის არსი. ამ ეტაპის ბოლოს, მენეჯერები და მკვლევარები უნდა შეთანხმდნენ (1) არსებულ სიტუაციაზე, რომელშიც შესასწავლი პრობლემა მდგომარეობს, (2) პრობლემის ხასიათზე და (3) სპეციფიკურ კითხვაზე ან კითხვებზე, რომლებსაც იძიებს კვლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს ჩასატარებელი კვლევის ტიპზე და კვლევის დიზაინზე. კვლევის გეგმა მას შემდეგ, რაც კონკრეტული კვლევის კითხვა ან კითხვები შეთანხმებულია, მუშავდება გეგმა. კვლევის გეგმა გამოავლენს ჩასატარებელი კვლევის ხასიათს და მოიცავს ისეთი საკითხების ახსნას, როგორიცაა დიზაინი, ზომები და გამოსაყენებელი ანალიზის ტექნიკა. არსებობს სამი კრიტიკული საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს კვლევის გეგმაზე: (1) კვლევისთვის საჭიროა პირველადი თუ მეორადი მონაცემები, (2) ტარდება თვისობრივი თუ რაოდენობრივი კვლევა, (3) კომპანია თვითონ ჩაატარებს კვლევას თუ მარკეტინგული კვლევის სპეციალისტს დაუკავშირდება. პირველადი და მეორადი მონაცემები პირველადი მონაცემები, ეს არის მონაცემები რომლებიც შეგროვებულია კონკრეტულად კვლევის პრობლემისათვის, მეორადი მონაცემები კი ეს არის ინფორმაცია წინასწარ სხვა მიზნებისთვის მოძიებული, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია მოცემულ შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ კომპანიას სურს გაიგოს თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას კონკურენტული ბრენდის მომხმარებლები, მაშინ უნდა შეგროვდეს პირველადი მონაცემები. მაგრამ თუ კომპანიას სურს გაიგოს მომხმარებელთა რაოდენობა ძირითად გლობალურ ბაზრებზე, რომელზეც შესვლას აპირებს, მაშინ შესაძლოა ასეთი ინფორმაცია გამოყენებულ იქნას მეორადი წყაროდან. მეორად ინფორმაციას აქვს ჩვეულებრივ ის უპირატესობა, რომ უფრო იაფია ვიდრე პირველადი. თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევები თვისობრივი კვლევა ძირითადად მოიცავს პირისპირ ინტერვიუებს რეპოდენტებთან, იმის გამო, რომ უკეთ გაიგონ რას ფიქრობენ ისინი და რა დამოკიდებულება აქვთ კვლევის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბრენდის სახელი, პროდუქტი, დაფასოება, ან რეკლამა. თვისობრივი კვლევის ორი ყველაზე გავრცელებული ტიპია ფოკუსური ჯგუფები და ჩაღმავებული ინტერვიუები. ფოკუსური ჯგუფები მოიცავს დისკუსიებს, რომელიც იმართება ინტევიუერის მიერ მცირე რაოდენობით რესპონდენტებთან. ჩაღრმავებული ინტერვიუებს ატარებს ინტერვიუერი ერთ რესპონდენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში. რაოდენობრივი კვლევა მოიცავს უფრო სისტემატურ პროცედურებს, რომლის მიზანია რაოდენობრვი მონაცემების მოპოვება და ანალიზი. რაოდენობრვი კვლევის 2 ძირითადი ტიპი არსებობს მარკეტინგში: დაკვირვება, კვლევა, ექსპერიმენტები და მათემატიკური გაანგარიშება. დაკვირვებითი კვლევა მოიცავს ხალხზე დაკვირვებას და მნიშვნელოვანი ფაქტების ჩაწერას. გამოკითხვა გულისხმობს კვლევას, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის მიღება სპეციალური კითხვარის მეშვეობით ფოსტით, ტელეფონით ან პიროვნულად. ექსპერიმენტული კვლევა გულისხმობს ცვლადებით მანიპულირებას და სხვა ცვლადებზე გავლენის მოხდენას. მათემატიკური კი ხშირად მოიცავს მეორად მონაცემებს, როგორიცაა სკანირებული მონაცემები შეგროვებული და შენახული კომპიუტერულ ფაილში. ის თუ რომელი ტიპის კვლევა უნდა ჩატარდეს, ამის გადასაწყვეტად აუცილებელია შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა თითოეული მათგანის შესახებ. კვლევის განხორციელება კვლევის განხორციელება მოიცავს მონაცემთა მომზადებას და მათ შეგოროვებას. ამ ეტაპზე მიმდინარე პრორცესები ძირითადად დამოკიდებულია არჩეული კვლევის ტიპზე ან საჭირო მონაცემთა ტიპზე. თუ გამოიყენება მეორადი მონაცემები, უნდა მოხდეს მათი მომზადება ანალიზისთვის და შესაბამისი საფასურის გადახდა. თუ უნდა მოხდეს პიველადი მონაცემების შეგროვება, მაშინ დაკვირვების ფორმები, კითხვარები ან სხვა ტიპის ზომები უნდა შემუშავდეს, უნდა ჩატარდეს პრე–ტესტი და დადგინდეს მათი ვარგისიანობა. უნდა მოხდეს შერჩევის და ინტერვიუების დაგეგმვა ან სხვა სახის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, რომელიც შესაძლოა მოხდეს თითოეულ რესპოდენტთან სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეუსაბამო მონაცემებმა ან არასწორად ჩაწერამ შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი კვლევის შედეგები. კვლევის მონაცემთა დამუშავება კვლევის მონაცემთა დამუშავება მოიცავს მონაცემთა მომზადების პროცესს ანალიზისთვის და მათ ანალიზს. ეს პროცესი მოიცავს ისეთ ეტაპებს, როგორიცაა მონაცემთა შემოწმება, კორექტირება და სტუქტურირება, კოდირება, იმისათვის რომ მოხდეს მათი ანალიზი. მონაცემებს უნდა დაერთოს ლეიბლები, რათა არ მოხდეს მათი არასწორი ინტერპრეტირება ან შეცვლა. შეგროვებული მონაცემებისათვის შესაბამისი ანალიზის ტექნიკა დამოკიდებულია კვლევის შეკითვის ხასიათზე და კვლევის დიზაინზე. ამ ეტაპის ყველაზე კრიტიკული ნაწილია კვლევის შედეგების ახსნა და შეფასება. კვლევის ანგარიშის მომზადება კვლევის ანგარიში მოიცავს ყველაფერს, რაც კი გაკეთდა კვლევის პროცესში, ინფორმაციას თითოეული ეტაპის შესახებ და კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს. კვლევის ლიმიტები ასევე ფრთხილად უნდა იქნას აღნიშნული. კვლევის ანგარიში უნდა იყოს ნათელი და გასაგები, იმის შესახებ თუ რა გაკეთდა და რა რეკომენდაციები იქნა გაცემული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s