მენეჯერისათვის საჭირო 11 უნარი

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

გიფიქრიათ რა თვისებები  უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს? არ არსებობს წარმატებული მენეჯერის უნივერსალური ფორმულა. ცნობილმა ჟურნალისტმა და მწერალმა, პოლ ჰოუკენმა თქვა: ,,კარგი მენეჯმენტი ხელოვნებაა, რომლის დროსაც პრობლემები საინტერესო ხდება,  მათი გადაჭრის გზები კი იმდენად კონსტრუქციული, რომ ყველას უჩნდება მუშაობისა და ამ პრობლემათა გადაწყვეტის სურვილი’’. 

მაინც რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მენეჯერი? მენეჯმენტის ექსპერტის ჩარლზ გიბონის  მიხედვით, კარგი მენეჯერისთის არსებითია შემდეგი 11 უნარი:

1. მიზანთა სათანადოდ დასახვა: გულდასმით შეარჩიეთ სფერო, დასახეთ პრიორიტეტები. მიყევით მიზნებს და იმოქმედეთ შესაბამისად. სწორად განსაზღვრული მიზანი, წარმატების ნახევრის ტოლფასია.

2. რესურსთა გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით: უნდა შეგეძლოთ ბიუჯეტის შედგენა და მისი მართვა. რაც უფრო ნაკლები ხარჯი გექნებათ, მით უფრო მეტი მოგება დაგრჩებათ, ამის საშუალებას კი რესურსების სათანადოდ გადანაწილება  მოგცემთ.

3. გადაწყვეტილებათა მიღება,  განახორციელება და პასუხისმგებლობის აღება  საკუთარ თავზე: გახსოვდეთ,  რომ თანამშრომლებს არ უყართ მერყევი მმართველი,  რომელიც მხოლოდ დააბიჯებს ოფისში და ბრძანებებს  იძლევა. შეასრულეთ რთული სამუშაო და მიეცით  თანამშრომლებს მაგალითი. მიიღეთ მტკიცე  გადაწყვეტილება. მიღებულ გადაწყვეტილებასა ნუ  შეცვლით. მერყეობა ყველაზე ცუდი თვისებაა , რაც  მენეჯერს და, ზოგადად, ნებისმიერი პროფესიის  ადამიანს, ხელს უშლის წინსვლაში. თუმცა ეს სულაც  არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების გადახედვა არ  შეგიძლიათ. თანამშრომლებს დასახული  მიმართულებით უნდა გაუძღვეთ და არ შეცვალოთ  კურსი, ვიდრე ამის სერიოზული მიზეზი არ გექნებათ. 

4. კომპრომისებზე წასვლა: გაითვალისწინეთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს უკან დახევას, საკუთარ მიზნებზე უარის თქმასა და ლაჩრობას. კომპრომისი არის შეთანხმების მიღწევა კომუნიკაციითა და საზიარო პირობების დასახვით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თავდაპირველი მიზნისა თუ სურვილის ვარიანტია. საერთო შეთანხმების არსებითი ნიშანი ის არის, რომ მოლაპარაკის მხარეები მიდიან გარკვეულ დათმობაზე, რათა სანაცვლოდ უფრო  მნიშვნელოვან/სასურველ  მიზანს მიაღწიონ.

5. დავალებათა გადანაწილება: გახსოვდეთ, რომ დელეგირებას, ანუ ქვეშევრდომებისთვის სამუშაოს გადაბარებას ორი  უპირატესობა აქვს: მენეჯერი დროს ზოგავს, ავითარებს პერსონალის უნარებს, და შესაბამისად,  მათ ღირებულებას. შეარჩიეთ შესაფერისი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება დავალებას. სათანადოდ შეაფასეთ ამ თანამშრომლის შესაძლებლობები. დაავალეთ იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე გგონიათ, რომ ეს ადამიანი გაუმკლავდება. გქონდეთ მისი წარმატების იმედი და  სასიამოვნო სურპრიზიც კი იქნება თქვენთვის, როცა დაინახავთ, რომ თქვენი თანამშრომლები თქვენს თვალწინ იზრდებიან და ვითარდებიან.

6. თვით–მოტივაცია და თვით–კონტროლი: ამ თვისებას ძველი ფილოსოფოსები ,,ნებისყოფას“ ან ,,თვითდისციპლინას“ უწოდებდნენ. ფროიდმა ამას ,,ეგოს ძალა’’, ,,მეს’’ ძალა“ უწოდა. თვით-მოტივირება და თვით-კონტროლი მიზნისაკენ სვლას ნიშნავს მაშინ, როცა ვითარება, ერთი შეხედვით, არასახარბიელო  და უიმედოა. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნების განხორციელებასა და წინსვლაში.

7.   სამუშაოს ორგანიზება, დაგეგმვა და კომუნიკაცია რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის:  ეს დაგემარებათ დროის გადანაწილებასა და წარმატების მიღწევაში.

8. კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთნ: კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა მენეჯერის ცხოვრების ნაწილია. გახსოვდეთ, რომ მენეჯმენტი მხოლოდ დავალებების მიცემა არ არის, უნდა შეგეძლოთ მოსმენაც. ეს ერთადერთი საშუალებაა გაიგოთ, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზაციაში.

9. ემოციური სტაბილურობა იმედგაცრუებისა და სტრესის გადასალახად: გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაუმკლავდით ყოველდღიურ სირთულეებს, რაც მართლაც ძალიან ძნელია. ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას სტრესსა და ნეგატიურ ემოციებზე.

10.  ობიექტური თვით–შეფასება, შეცდომების აღიარება: ამით დაიმსახურებთ სხვების პატივისცემასაც და თქვენც უფრო მეტის ისწავლით. თუ საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ დაინახავთ, ვერასოდეს შეძლებთ მათ გამოსწორებას.

11.  ნუ დაივიწყებთ, რომ სხვებიც იზრდებიან, აუმჯობესებენ თავიანთ უნარებს და ვითარდებიან. ასე შეძლებთ ენდოთ თანამშრომლებს, მათ შესაძლებლობებს, რასაც ემყარება თქვენი და თქვენი ორგანიზაციის წარმატება.

 ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი. განივითარეთ უნარები და მიმართეთ სხვებს რჩევისა და შეფასებისთვის, რადგან ხშირად მხოლოდ სხვისი მითითების შემდეგ ვხედავთ საკუთარ ნაკლს. 


3 thoughts on “მენეჯერისათვის საჭირო 11 უნარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s