როგორ განვსაზღვროთ საკვანძო სიტყვები ვებ გვერდისათვის

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ დღეს სამას მილიონამდე ვებ გვერდი არსებობს ინტერნეტ სამყაროში. რამდენი გახსოვთ თქვენ? ხუთი? შვიდი? – მაქსიმუმ თხუთმეტი. კონკურენცია მართლაც ძალზედ დიდია. თითქმის წარმოუდგენელად გეჩვენებათ, რომ თქვენი ვებ გვერდი როდესმე გუგლის საძიებო შედეგებში პირველ ადგილზე აღმოჩნდება. თუ როდესმე ამის შესაძლებლობაში ეჭვი შეგეპარებათ, გაიხსენეთ, რომ თქვენი საიტი განსხვავდება ამ სამასი მილიონი ვებ გვერდისაგან. შეუძლებელია სხვებიც ზუსტად იმავე მომსახურებასა თუ პროდუქტს სთავაზობდნენ მომხმარებელს, როგორსაც – თქვენ. ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენი ვებ გვერდი საჭირო ხალხთან მიიტანოთ.

წარმატების პირველი საიდუმლო: გახსოვდეთ, რომ საიტს მომხმარებლისთვის ქმნით და არა, გუგლის რობოტისთვის. თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელებთ საიტის ოპტიმიზაციისას (SEO), წარმატება გარანტირებული გექნებათ.

ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების საიდუმლო დიდი რაოდენობით ვიზიტორის მიზიდვაშია. ერთი შეხედვით, 1 000 ვიზიტორი მართლაც სჯობს 100-ს. მაგრამ სინამდვილეში, უკეთესია, გყავდეს 100 ვიზიტორი, რომელიც ზუსტად თქვენს მომსახურებასა და შესაბამისად, თქვენს ვებ გვერდს ეძებს, ვიდრე ათასობით სტუმარი შემოვიდეს, პირველ გვერდს გადახედოს, უკმაყოფილოდ გაბრუნდეს უკან და აღარასოდეს  შემოიხედოს.

რა მოხდება, თუ მომხმარებელის სურვილს გავითვალისწინებთ? მაშინ 100 მუდმივი სტუმარი ეყოლება ჩვენს ვებ გვერდს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანები ძირითადად ერთსა და იმავე ვებ გვერდებს სტუმრობენ. თუ ვიზიტორს საინტერესო და მომხმარებელზე ორიენტირებულ კონტენტს შესთავაზებთ, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თქვენი საიტი მისი ფავორიტების სიაში აღმოჩნდება. ერთი ვიზიტორი, რომელიც კვირაში რამდენჯერმე ნახულობს საიტს, სჯობს ისეთ ათს, რომელიც ერთხელ შემოვა და შემდეგ დაივიწყებს ჩვენი ვებ გვერდის არსებობას.

მომხმარებელი ვერ შემოვა ვებ გვერდზე, თუ მან მისი არსებობის შესახებ არ იცის. ადამიანი სასურველ სიტყვას თუ ფრაზას გუგლის საძიებო სისტემაში ეძებს და შედის იმ საიტებზე, რომლებიც პირველ ათეულში, მაქსიმუმ, ოცეულში შედიან. მართლაც იშვიათად თუ მივაქცევთ ყურადღებას მეორე ან მესამე გვერდზე მოცემულ  საძიებო შედეგებს. მაშასადამე, ჩვენი მიზანია მოწინავე პოზიცია დავიკავოთ გუგლის თუ სხვა საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე, ეს კი ხორციელდება  საკვანძო სიტყვების (keywords) განსაზღვრით. საკვანძო სიტყვების შერჩევა მიზნობრივი აუდიტორიისათვის საძიებო სისტემაში საიტის ოპტიმიზაციის (SEO) არსებითი და მთავარი იდეაა.

დავიწყოთ საკვანძო სიტყვების, keyword-ების განსაზღვრით, რაც არცთუ ისე რთულია, თუ შესაბამის ეტაპებს მივყვებით:

 გამოიკვლიეთ შესაბამისი საკვანძო სიტყვები, keyword-ები

აიღეთ ფურცელი და ერთი წინადადებით აღწერეთ, რის შესახებ არის თქვენი ვებ გვერდი.  სპეციფიური სიტყვებითა და ფრაზებით ჩამოაყალიბეთ საიტის მთავარი თემა და თითოეული გვერდის შინაარსი.

არ დაგავიწყდეთ ვარიანტები. ვინმე ჩემი ვებ გვერდის მსგავს საიტს რომ ეძებდეს, საძიებელში ჩაწერდა ,,დასაქმება’’. მაგრამ შეიძლება სხვა სიტყვბიც გამოიყენოს ,,ვაკანსია’’, ,,სამუშაო საქართველოში’’ და ა.შ. ჩამოწერეთ ეს ვარიანტებიც.

შეამოწმეთ კონკურენტები. რომელ საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ისინი?  დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, არიჩიეთ „view source’’ და მეტა აღწერის ტეგს დაააკვირდით. იქნებ რომელიმე საკვანძო ფრაზა თქვენც გამოგადგეთ?

ყველაზე ხშირად გამოყენებული keyword-ები და ფრაზების განსაზღვრაში დაგეხმარებათ სპეციალური ხელსაწყოებიც:
https://adwords.google.com/o/Targeting/Explorer?__u=1000000000&__c=1000000000&ideaRequestType=KEYWORD_IDEAS#search.none
http://www.wordtracker.com/

საკვანძო სიტყვების გამოყენება

საკვანძო სიტყვები უნდა გამოიყენოთ თქვენს ვებ გვერდზე და თქვენი საიტის ბმულებში. სწორედ ამით განისაზღვრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საიტი და რომელ პოზიციას დაიკავებს ძიების შედეგებში. სწორედ ასე დაარწმუნებთ ვიზიტორებს, რომ თქვენი ვებ გვერდი საინტერესოა.

1. ჩასვით საკვანძო სიტყვები ტექსტში (text), სათაურში (title), მეტა ტეგებსა (meta tags) და ზედა კოლონტიტულებში (heading).
საკვანძო სიტყვები და ფრაზები თანაბრად გადაანაწილეთ ვებ გვერდის ტექსტში. ნუ გადატვირთავთ, თორემ შეიძლება სპამად  აღიქვას ზოგიერთმა პროგრამამ.

2. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები ბმულებში
გუგლი და სხვა საძიებო სისტემები დიდ ყურადღებას აქცევენ ბმულების ტექსტს, რომელიც აღნიშნავს, თუ რის შესახებ არის ვებ გვერდი. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ვებ გვერდზე შემომავალ ბმულებს, ამ ბმულებში საკვანძო სიტყვების გამოყენება კი ძიების შედეგებში თქვენი საიტის მოძბენას შეუწყობს ხელს.

 3. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები ტექსტში
საკვანძო სიტყვები და ფრაზები ეფექტურად გადაანაწილეთ საიტის ტექსტში. მათი სიხშირე 1% -დან 6%-დე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 სიტყვაზე საკვანძო სიტყვა თუ ფრაზა მაქსიმუმ 6-ჯერ უნდა გამეორდეს.

საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მოძიება აუციელებელი პრობაა თქვენი ვებ გვერდის წარმატებისათვის. საიტის ოპტიმიზაციით გაიზრდება ვიზიტორთა რიცხვიცა და თქვენი ბიზნესიც, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რელევანტურობა. საკვანძ სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს იმ მომსახურებას, რასაც რეალურად სთავაზობთ მომხმარებელს.

მარი მარდალეიშვილი

One thought on “როგორ განვსაზღვროთ საკვანძო სიტყვები ვებ გვერდისათვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s