staff.ge-ის კინო კლუბი

დიდი ხნის წინ ოსკარ უალდმა თქვა: ,,სამუშაო თავშესაფარია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სხვა უკეთესი არაფერი აქვთ გასაკეთებლად’’. თვალწინ წარმომიდგა  მილიონობით ოფისში მოფუსფუსე ხალხი, კომპიუტერები, მაგიდები, რომელთაც ვეჩვევით და რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება და… გვიყვარდება. და მოდი, ვაღიაროთ სამუშაო თავშესაფარიც არის გარკვეულწილად. ვიღაც ხმაურიან მეზობლებს გაურბის, ვიღაც ოჯახს, ვიღაც პრობლემებს, ვიღაც მოწყენილობას, ზოგი არც არაფერს გაურბის და უბრალოდ უყვარს თავისი კომპიუტერი და მაუსი, რომელსაც ხელიდან არ აგდებს, ვინ იცის, რამდენი საათი. მოკლედ, არ ვიცი, ვისთვის არის სამუშაო თავშესაფარი (იქნებ ყველასთვის), მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის, ეგ ცხადია.

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა სამუშაოს გარეშე რჩება. ვაკანსიების დაუსრულებელი ძებნა, რეზიუმეების დაგზავნა, გასაუბრების გავლა და მერე ლოდინი, რომ დარეკავენ. დარეკვით კი არ რეკავენ და სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო.

  წარუმატებლობის დროს ყველაზე    მეტად გვჭირდება მეგობრების თანადგომა და განწყობის ამაღლება და იმის გახსენება, რომ მარტო არ ვართ და ის პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, სხვებსაც გამოუვლიათ. სხვებმა თუ შეძლეს მისი გადალახვა, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? მაგალითის აღება შეიძლება ჩვენი ნაცნობების ცხოვრებიდან და, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ფილმებიდანაც. ალბათ არც დავკვირვებივართ, რომ არაერთი ცნობილი ფილმი ეძღვენება უმუშევრობის თემას. რეჟისორები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რაც შეიძლება რეალისტურად ასახონ იმ ადამიანთა ცხოვრება, რომელთაც გაჭირვება და უმუშევრობა გამოარეს და მიზანს მიაღწიეს. ასეთი ფილმები, ჩვეულებრივ, რეალური ფაქტებს ეფუძნება და კონსტრუქციული მხრიდან გვიჩვენებენ პრობლემას: თავისთავად უმუშევრობა ცუდია და მძიმე, მაგრამ მასთან ბრძოლისას ის უპირატესობა გვაქვს, რომ შეგვიძლია, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, გავიზარდოთ, სტიმულად ვაქციოთ, ყოველი გასაუბრებიდან, შეკითხვიდან და დაბრკლოლებიდან ჩვენი სისუსტეები შევაფასოთ და ვისწავლოთ. ადამიანი ხომ ასეა მოწყობილი, რომ ხშირად ვერ ხედავს თავის ნაკლს, ვიდრე არ მიუთითებენ. სამუშაოს ძებნისას კი ვსწავლობთ, სწავლა და ცოდნა კი ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც თვით რეალიზაციაში გვეხმარება. staff.ge-ის კინოკლუბში ვისაუბერებთ ფილმებზე, რომელთაც ცოტათი მაინც შეცვალა ადამიანთა აზრები და შესაბამისად, ცხოვრება. სხვების არ ვიცი, მე კი ვიმზადებ ფინჯან ყავას და კინოკლუბს ვუერთდები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s