ზარმაცი თუ უმუშევარი?!

ბოლო ორი თვის განმავლობაში ათამდე გასაუბრება გავიარე სამუშაოს ძიებაში. რა იქნებოდა, ყოველი გასაუბრების შემდეგ სერტიფიკატს რომ იძლეოდნენ:

ეძლევა ,,ამას-და-ამას” მასზედ, რომ გაიარა გასაუბრება კომპანიაში ,,დასაქმების სამჭედლო’’. თბილისი, 2011 წელი.

კარგი იქნებოდა, ყოველ გასაუბრებასთან ერთად სამუშაოს პოვნაც რომ იოლდებოდეს. სამსახურის პოვნა კი ისევე ძნელია, როგორც ყოველთვის.

უმუშევრობის სიმძიმეს ვერ მიხვდები, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისევე როგორც ყველა პრობლემას. მე ეს პრობლემა თავად ვიწვნიე, მაგრამ როგორც ჯონ ლენონი ამბობს ერთ ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერაში ,,ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ’’. დიდი შეღავათი არ არის.  საქართველოში დასაქმების სააგენტოები, უმუშევართა პროგრამები და სხვა მსგავსი ორგანიზაციები თითქმის არ არის. ამიტომ ვცდილობ, ვებ გვერდის მეშვეობით დავეხმარო უმუშევრებს.  ერთი შეხედვით, მარტვია – ვაკანსია უნდა განვათვსო დასაქმების საიტზე, მაგრამ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ეს უწყინარი საქმე. ყველაზე მეტად ადამიანების აზროვნებამ გამაკვირვა – რეკავ კომპანიაში, რომელიც ვაკანსიას აცხადებს, უხსნი, რომ ვაკანსიას განათვსებ ერთ-ერთ რეიტინგულ დასაქმების საიტზე უფასოდ(!) და უარს გეუბნებიან. ვინაიდან  ახალბედა ვარ ამ სფეროში და ყველა სატელეფონო ზარი მართლა ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან, გამაკვირვა ამ უარმა. უამრავი შეკითხვა დამებადა: რატომ აცხადებ ვაკანსიას, თუ არ გინდა, თუნდაც ორით მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ? რატომ არ უნდა მისცე შანსი, თუნდაც ორ ადამიანს თავისი CV გამოაგზავნოს, ასე ხომ შესაძლებლობას ართმევ თუნდაც ორ ადამიანს შენი ვაკანსია წაიკითხოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ორი ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგად მიმაჩნია. იმიტომ, რომ იმ ორ ადამიანში შეიძლება მეც აღმოვჩნდე, უმუშევრობა კი ისეთი პრობლემაა, რომლის წინაშეც ყველა შეიძლება აღმოჩნდეს როდესმე. თუნდაც ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მეტისმეტად მიმაქვს გულთან ყველაფერი.

უმუშევრობას მთელი მსოფლიო ებრძვის და მინდა მეც, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, შევებრძოლო, თუნდაც დასაქმების საიტზე ერთით მეტი ვაკანსიის ატვითვით.

დღევანდელი პოსტიც, მინდა, უკომენტაროდ დავუთმო უმუშევრებს მთელს მსოფლიოში. მინდა, დავინახოთ ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა, უმუშევართა გრძელი რიგები, სამუშაოსა და ღირსების დაბრუნების მოლოდინში მყოფი ადამიანები.

 

უმუშევრები ლონდონის შრომის სახლის წინ, 1930 წ.

დიდ ბრიტანეთში შრომის სახლი (ინგ. workhouse) წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებას, სადაც ქმედუნარიანი პირები საკვებისა და საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ასრულებდნენ გარკვეულ სამუშაოს.

ჰანს შალერის ფოტო. უმუშევრები დგანან ბერლინის დასაქმების სააგენტოს წინ. დიდი დეპრესია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მასობრივი უმუშევრობა მთავარი მიზეზი იყო, რამაც პოლიტიკური კლიმატის გამწვავება გამოიწვია გერმანიაში.1932 წელს, როცა კრიზისმა პიკს მიაღწია, 6 მილიონი გერმანიაში რეგისტრირებული უმუშევარი იყო. თავიანთ ოჯახებთნ ერთად მათი რიცხვი, სულ მცირე, მოსახლეობის მეხუთედს შეადგენდა, ხოლო რეალური ციფრი გაცილებით მეტი იყო. მაგალითად, ქალები ვერ ახერხებდნენ უმუშევრად დარეგისტრირებას. უფრო მეტიც, მათაც კი, ვინც სამუშაო შეინარჩუნეს, მკვეთრად შეუმცირდათ ხელფასი და სამუშაო საათები. კრიზისი  შეეხო ეკონომიკისა და მოსახლეობის ყველა სფეროს. 1928-32 წლებში, უმუშევართა რიცხვი ბერლინში (მაშინდელი გერმანიის ეკონომიკური ცენტრი) 133 000-დან 600 000-მდე გაიზარდა, ჰამბურგში 32 000-დან 135 000-მდე, ხოლოდ დორტმუნდში 12 000-დან 65 000-მდე.

უმუშევართა რიგი  დასაქმების სააგენოს წინ ჰანოვერში, გერმანია. 1930 წ.

უმუშევართა რიგი ნიუ-იორკის დასაქმების სააგენტოს წინ. 1933 წ.

უმუშევრები ლონდონში. 1939 წ.

უმუშევართა მსვლელობა პროფკავშირების კონგრესისკენ. 1933 წ.

დღევანდელი დღე. წარწერა: ,,უმუშევარი მსახიობი. თანახმა ვარ ნებისმიერ სამუშაოზე”.

კიდევ ერთი რიგი კალიფორნიის დასაქმების სააგენტოს წინ.

ესპანეთი, სადაც ახალგაზრდების 40 % (ძალიან მაღალი მაჩვენებელი) უმუშევარია.

ასობით ადამიანი სამუშაოს მოლოდინში ლონდისის სუპერმარკეტთან.                   ნ. კარსონის ფოტო.

უმუშევრები სასურსათო ვაუჩერებს იღებენ. გერმანია.

უკომენტაროდ…

4 thoughts on “ზარმაცი თუ უმუშევარი?!

  1. ადრე მეგონა თუ ძალიან მონდომებული და განთლებული იქნები ეს პრობლემა არასდროს დაგემუქრება-მეთქი. მაგრამ როცა წლების შრომის, სწავლის და ათასი რამის მერე მეც შევეჯაზე ამას, მივხვდი რომ მართალი არ ვიყავი.. დღეს, ღვთის წყალობით ვმუშაობ, მაგრამ მიმაჩნია რომ როგორი კარგი პოზიციაც არ უნდა გეკავოს სულ უნდა იყო განვითარების ძიებაში და სიახლეები უნდა შემატო საკუთარ გამოცდილებას. არ უნდა გაიყინო

    • კი, მართალი ხარ. არის ბევრი რამ რაც შენგან დამუკიდებლად ხდება. უმეტესად ისე ხდება, რომ ადამიანის სამუშაო ადგილი, პოზიცია დამოკიდებულია მის განათლებაზე, გამოცდილებაზე, ოჯახზე, აღზრდაზე, ეკონომიურ მდგომარეობაზე. განათლება ძვირი სიამოვნებაა. ბევრი ლაპარაკი არ უნდა იმას, რომ საზღვარგარეთ განათლებამიღებულ, პრესტიჟულ სასწავლებელში ნასწავლ კაცს არასოდეს გაუჭირდება ისე სამუშაოს პოვნა, როგორც ვთქვათ მას, ვინც გაჭირვებით და გაჭირვებაში ისწავლა… სწავლა უფრო და უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. უცხოეთში აქვთ ასეთი ტერმინი: life long learning – მუდმივი, პრაქტიკული სწავლა, სწავლა ცხოვრების მანძილზე. საუკეთესო კაპიტალდაბანდება განათლებაა. რაც შეიძლება მეტი ენერგია და ფინანსები უნდა ჩადო მაგ საქმეში, რომ თანდათან მეტს მიაღწიო, თუნდაც შენი პირადი განბვითარებისათვის, რასაც აუცილებლად მოჰქყვება კარიერული ზრდაც.

  2. ის თავისუფალი სამუშაო ადგილი საკუთარი ნაცნობებისთვის აქვთ გადანახული და არ სურთ ყველამ გაიგოს ამის შესახებ. მე ესე ვფიქრობ…. და ასეც ხდება ჩვენში, როგორც წესი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s