რა უნდა ვკითხოთ ინტერვიუერს გასაუბრებაზე

ჩვეულებრივ, გასაუბრების ბოლოს ინტერვიუერი აპლიკანტს ეკითხება: ,,რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?’’ ზოგი ფიქრობს, რომ შეკითხვის დასმა არ არის საჭირო და არ იჩენს ინიციატივას. ასეთ პასუხით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს სამსახური ნაკლებად საინტერესოა კანდიდატისთვის.

გასაუბრებამდე აუცილებლად მოამზადეთ შეკითხვა, რომელსაც ინტერვიუერს დაუსვამთ. თუ იტყვით: ,,შეკითხვა არ მაქვს, რადგან უკვე ყველა ძირითად საკითხს შევეხეთ’’, ინტერვიუერი იფიქრებს, რომ დამოუკიდებლად აზროვნება არ შეგიძლიათ, მორცხვობთ, არ ხართ აქტიური და საკუთარ თავში დარწმუნებული და ა.შ. დამსაქმებელს დასაკვნა თქვენი შეკითხვებიდანაც გამოაქვს.

მოამზადეთ რამდენიმე შეკითხვა კომპანიის მიღწევებისა და ამოცანების შესახებ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ არ დაიზარეთ, დაინტერესდით და წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რითიც მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ინტერვიუერზე. არ დასვათ ისეთი შეკითხვა, რომლითაც მიხვდება ინტერვიუერი, რომ კომპანიის შესახებ არ მოგიძიებიათ ინფორმაცია.

ნუ დასვამთ ,,პირად’’ შეკითხვებს, როგორებიცაა, მაგალითად, ,,როდის მექნება დაწინაურების საშუალება?’’ ,,რამდენია ხელფასი?’’ ,,როდის მომემატება ანაზღაურება?’’. ხელფასზე საუბარს ნუ დაიწყებთ, ჩვეულებრივ, ამ საკითხს მომდევნო ეტაპზე განიხილავენ, როცა აპლიკანს უკვე სთავაზობენ სამსახურს.

კარგი იქნება, თუ კომპანიისა და პოზიციის გარშემო დასვამთ შეკითხვებს – ინტერვიუერი დარწმუნდება, რომ კომპანიის მიზნები  მნიშვნელოვანია თქვენთვის:

იდეალურ შემთხვევაში, რა უნარები უნდა ჰქონდეს აპლიკანტს, რომ ამ  პოზიციაზე მოხვდეს? ეს კიდევ ერთი შანსია, აღნიშნოთ, რომ კვალიფიციური კანდიდატი ხართ აღნიშნული პოზიციისთვის.

როგორ ასრულებდა წინა თანამშრომელი აღნიშნულ პოზიციას? რის შეცვლას ისურვებდით? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია წინა გამოცდილების გაზიარება.

როდის მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას? აუცილებლად დასვით ეს შეკითხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერვიუერი იფიქრებს, რომ არ ხართ დაინტერესებული აღნიშნული პოზიციით, თან დაახლოებით მაინც გეცოდინებათ, როდისთვის უნდა ელოდეთ პასუხს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s