როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სამუშაოზე

ორშაბათთან ერთად სამუშაო კვირა იწყება. გარდერობს ვაღებ და ტანსაცმელს უკმაყოფილოდ ვათვალიერებ – ყველაფერი უღიმღამო და მოწყენილი მეჩვენება. ჩემი სამუშაო დღის ყველაზე უსიამოვნო და პრობლემური მომენტი – რა ჩავიცვა? არჩევანის გაკეთებამდე დაახლოებით სამჯერ მიწევს გამოცვლა. ბოლოს, როგორც იქნა, მზად ვარ.

სამსახურის შესაბამისად ჩაცმა არც თუ ისე ადვილია, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპანიათა უმეტესობა არანაირი ჩაცმის კოდექსს არ იცავს. ამას ემატება ისიც, რომ დღეში ცხრაჯერ იცვლება ამინდი და დილით თუ საკმაოდ გრილა, შუადღისას შეიძლება ძალიან დაცხეს.

მოლოდინი მართლდება და პირველივე შემხვედრი თანამშრომელი ბრეტელებიან მაისურში მხვდება. უსიამოვნოდ ვიშმუშნები შავ პიჯაკში და თვალი მრჩება თეთრ მაისურზე. ჯინსის შარვლის, მოკლე კაბისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემდეგ ჩემნაირი ,,პიჯაკიც’’ შემოდის და გახარებული ვათვალიერებ.

საგონებელში ჩავარდნილი ისევ გუგლს მივმართავ და ვცდილობ, გავარკვიო, საერთოდ, დედამიწაზე არსებობს თუ არა ცნება ,,ჩაცმა სამსახურის შესაბამისად’’ და ვინმე აქცევს თუ არა მას თუნდაც სულ მცირე ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ იმ სხვა სამყაროში, რომლის პატარა ნაპერწკლებს ვხედავ ხანდახან ჩემ გარშემო, კომპანიები ჩაცმის კოდექსს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენადაც თითოეული თანამშრომელი კომპანიის სახეა და ევალება შესაბამისად და პროფესიონალურად გამოიყურებოდეს.

საქმიანი ჩაცმის კოდექსის სამი ტიპი არსებობს:

  •  ოფიციალური საქმიანი სტილი – ქალებისათვის საქმიანი კოსტუმი (ერთი ფერის პიჯაკი და ქვედაბოლო). ასევე, ბევრ კომპანიაში დაშვებულია პიჯაკი და შესაფერისი შარვალი, დახურული ფეხსაცმელი (არანარი სანდალი), ბლუზა, ბრიჯები, კონსერვატიული ვარცხნილობა, დასაშვებია სამკაულები და მაკიაჟიც.
  • ყოველდღიური კორპორატიული სტილი – ქალები ამ სტილს მიაკუთვნებენ ყველაფერს, დაწყებული შორტებით, დამთავრებული სარაფნით, მაგრამ თავის მხრივ, აქ იგულისხმება ,,არაფორმალური საქმიანი’’ სტილი: არაოფიციალური შარვალი და ბლუზა, ნაქსოვი ტანისამოსი, ქვედაბოლოები და ბლუზები. ჯინსი, მაისური და ქოშები მხოლოდ მეტისმეტად ყოველდღიური კორპორატიული სტილისთვისაა მიღებული.
  • ყოველდღიური  – საქმიანობის მიხედვით მოიცავს ყველა სტილს – ყოველდღიური კორპორატიულიდან  ჯინსებამდე.

არასწორად შერჩეულმა ტანსაცმელმა შეიძლება გაანადგუროს ადამიანის პროფესიონალური იმიჯი, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს კარიერულ წინსვლაზე. ჩაცმის დროს სამ უკიდურესობას უნდა ვერიდოთ:

  • მეტისმეტად გამომწვევი: გამჭვირვალე ბლუზა, მოკლე ქვედაბოლო, ბრეტელებიანი სამოსი, სარაფანი, სანდლები.
  •  მეტისმეტად ყოველდღიური: ჯინსები, შორტი, მაისური, ქუდი, ბოტასები.
  • მეტისმეტად მოუწესრიგებელი: დაჭმუჭნული, რამდენი ზომით დიდი ტანსაცმელი.

საპირისპიროდ, სწორად შერჩეულმა ტანისამოსმა შეიძლება თქვენს კარიერულ წინსვლასაც კი შეუწყოს ხელი. CareerBuilder.com მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელი დამსაქმებლების 41 პროცენტი იმ თანამშრომლებს აწინაურებს, რომლებიც პროფესიონალური, საქმიანი სტილის სამოსს იცვამენ. შესაბამისად, კარგად ან პროფესიონალურად ჩაცმული ადამიანებს დაწინაურების მეტი შანსი აქვთ.

ფინანსური მომსახურეობა ის სფეროა, სადაც ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა პროფესიონალურ, საქმიან ჩაცმულობას. ამ სფეროში დასაქმებულთა 55 % ირწმუნება, რომ პროფესიონალურად ჩაცმული თანამშრომლები ყველაზე მეტად წინაურდებიან. მეორეს მხრივ, IT და მრეწველობა ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს პროფესიონალურ ჩაცმულობას. ამ სფეროს წარმომადგენელთა მხოლოდ 34-37 % მიიჩნევს, რომ საქმიანი სტილით ჩაცმულ თანამშრომლებს სხვებთან შედარებით უფრო ხშირად აწინაურებენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმის კოდექსის გამარტივების ტენდენცია იგრძნობა, განსაკუთრებით ზაფხულში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიონალიზმი უნდა გაქრეს’’, აღნიშნავს როზმარი ჰეფნერი, CareerBuilder.com-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი. ,,თქვენმა ჩაცმულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმაზე, თუ როგორ გიღებენ თანამშრომელები სამსახურში, ხოლო პროფესიონალური ჩაცმა საქმიან და პროფესიონალურ იმიჯს შეგიქმნით’’.

 

ზოგ კომპანიაში გარკვეულ ტანსაცმლს კრძალავენ პროფესიონალური იმიჯის მისაღწევად. კომპანიათა თითქმის 64 -მა პროცენტმა აკრძალა ქოშების ჩაცმა, 49 პროცენტმა – მოკლე ქვედაბოლოები, ხოლო 28 პროცენტმა – ჯინსები. გარდა ამისა, ზოგი დამსაქმებელი სახლშიც კი აბრუნებს არასათანადოდ ჩაცმულ თანამშრომლებს. დამსაქმებელთა ერთ მესამედზე მეტს (35 %) ტანსაცმლის გამოსაცვლელად უკან გაუბრუნებია შეუფერებელად ჩაცმული თანამშრომელი. პროფესიონალური, საქმიანი ჩაცმულობა მნიშვნელოვანია არამარტო სამსახურში, არამედ გასაუბრებაზეც. გამოკითხვის მიხედვით, დამსაქმებელთა 45 % უფრო მეტი სიმპატიით ეკიდება და დადებითად აფასებს საქმიანი სტილით ჩაცმულ აპლიკანტებს.

ჰეფნერი შემდეგ რჩევებს გვაძლევს საქმიანი, პროფესიონალური იმიჯის შესაქმნელად:

  • შეივსეთ გარდერობი – დაიწყეთ უმთავრესით – შავი შარვალი, მუქი პიჯაკი, რამდენიმე ღილებიანი საყელოიანი პერანგი და კლასიკური შავი ფეხსაცმელი. ძირითადი ტანისამოსის შეძენის შემდეგ უკვე სხვა დეტალებით შეივსებთ გარდერობს და გაიმრავალფეროვნებთ ჩაცმულობას.
  • შეინახეთ ტანისამოსი სუფთად და აკურატულად – მიაქციეთ ყურადღება, რომ შარვალი, პერანგი და სხვა ტანსაცმელი დაუთოვებული, სუფთა და მოვლილი იყოს. მოუწესრიგებელი ტანისამოსი მოუწესრიგებელ იმიჯს შეგიქმნით.
  •  დაივიწყეთ თავისუფალი სტილის ტანისამოსი – გახსოვდეთ, რომ ოფისი არ არის ბარი. შინ დატოვეთ მოკლე შორტები, ტანზე მომდგარი, ვიწრო შარვლები და ამოღებული მაისურები.
  • გახსოვდეთ თქვენი როლი – კლიენტს ხვდებით ან შეხვედრაზე მიდიხართ? ჩაიცვით შესაბამისად და ნუ დაგავიწყდებათ, ვინ იქნება თქვენი აუდიტორია.

სტილისტები და ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ კომპანიის თანამშრომელთათვის საუკეთესო მაგალითი ხელმძღვანელია. არ იცით საიდან დაიწყოთ? შეხედეთ თქვენს უფროსს, მისი ჩაცმულობა ბევრს გეტყვით იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაიცვათ, თანაც, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ უფროსზე. საქმიანი სტილი ბევრს აშინებს, რადგან ნაკლებად ინდივიდუალური და ერთფეროვანი ჰგონია. თუმცა ის სულაც არ გამორიცხავს ინდივიდუალურობას და გემოვნებას. ყველაფერს დრო სჭირდება და დროთა განმავლობაში სასურველ იმიჯს შეიქმნით, მთავარია დაიწყოთ.

და ბოლოს, არსებობს ერთი ფორმულა, რომელიც ყველა დროს, ყველა პოზიციაზე ჭრის: ,,ჩაიცვი სასურველი სამსახურისთვის’’: თუ მენეჯერობა გსურს, ჩაიცვი მენეჯერივით, თუ ბანკში გინდა მუშაობა, ჩაიცვი ბანკირივით.

მე კი, თუ როდესმე მავიწყდება, როგორ  უნდა გამოვიყურებოდე სამუშაოზე, ან როცა ვიღლები ფორმალობით,  ერთი ხერხი მაქვს – ვუყურებ ფილმს ,,ეშმაკს აცვია პრადა’’. მერე რა, რომ ასეთი ტანსაცმელი არ მაქვს, ის მაინც ხომ მეცოდინება, როგორ უნდა მეცვას სამსახურში.

2 thoughts on “როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სამუშაოზე

  1. ჩემს ახალ სამსახურშია მკაცრი დრესკოდი, გარდერობის ნახევარზე მეტს ვეღარ გამოვიყენებ:/ თუმცა, მეორე მხრივ, ბევრი მამაკაცის აზრით, საქმიანი სტილი ქალს კიდევ უფრო სექსუალურს ხდის🙂 ასე რომ იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s