სამუშაოს პოვნის შვიდი გზა

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ჩივის, რომ რეგულარული ძებნის მიუხედავად სამუშაოს ვერ პოულობს. დღეს სამსახურის ძებნის ყველაზე გავრცელებული საშუალება საქართველოსა და საზღვარგარეთ ინტერნეტი, კერძოდ კი დასაქმების საიტებია, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ყველა მსხვილ კომპანიაში გამოცხადებული ვაკანსიები. კომუნიკაციის გამარტივებასა და ინტერნეტის განვითარებასთან ერთად თითქოს უნდა გაადვილებოდა ხალხს სამუშაოს პოვნა, მაგრამ უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება: ყოველ გამოცხადებულ ვაკანსიაზე უამრავი აპლიკანტი გზავნის CV-ის და ვინაიდან კონკურენცია ძალიან მაღალია, ბევრი პასუხსაც კი ვერ იღებს, სამსახურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს დღეებია ვცდილობ გავარკვიო, როგორ ეძებს ხალხი სამუშაოს. უმუშევრებს დასაქმების საიტების იქით გზა არ აქვთ, რადგან ვაკანსიების ყველაზე სრულყოფილი ჩამონათვალი მხოლოდ მათი საშუალებით ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, უმუშევრების, სხვადასხვა კომპანიათა თანამშრომლებისა და კადრების შერჩევის სპეციალისტთა თქმით, სამსახურის ძიება მხოლოდ დასაქმების საიტების მეშვეობით არამცთუ უაიმედო, არამედ არასწორიც კია.

საკუთარი თუ სხვების გამოცდილების გათვალისწინებით შევეცადე ჩამომეყალიბებინა სამუშაოს პოვნის ის შვიდი გზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ:

  1.  დაუკავშირდით ნაცნობებს. ჩემი რჩევა იქნება, სამუშაოს ძებნა სწორედ ამით დაიწყოთ. გამოიყენეთ ინტერნეტი, ტელეფონი, პირადი შეხვედრა. ბევრს ერიდება, ან, უარეს შემთხვევაში, სცხვენია უმუშევრობის აღიარება. სინამდვილეში კი ნაცნობ-მეგობრები თქვენი ყველაზე დიდი იმედია. მისალმებისთანავე ნუ ეტყვით ადამიანს ,,სამუშაოს ვეძებო’’, უბრალოდ, მოხერხებულად, ხუმრობით ჩაურთეთ საუბარში, რომ აღარ მუშაობთ. ვიცი, რომ ძალიან ძნელია უმუშევრობის დროს კარგ ხასიათზე ყოფნა, მაგრამ წუწუნის ნაცვლად თქვენ უნარებზე და  უპირატესობებზე ისაუბრეთ.
  2.  გადაათვალიერეთ დასაქმების საიტები.  რამდენად უიმედოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს სამუშაოს პოვნა დასაქმების საიტებით, მხოლოდ მათი მეშვეობით ქვეყნდება ვაკანსიათა ყველაზე სრული ჩამონათვალი. საქართველოში  რამდენიმე დასაქმების საიტი არსებობს და ყოველდღიურად გადაათვარიელეთ ისინი. ბევრს ჰგონია, რომ ყველგან ერთი და იგივე ვაკანსიები ქვეყნდება, ხშირ შემთხვევაში ასეც არის. მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ რომელიმე ერთ ვებ გვერდს აქვს ექსკლუზიური უფლება, გამოაქვეყნოს რომელიმე კომპანიის ვაკანსიები. შესაბამისად, გადაათვალიერეთ ყველა დიდი დასაქმების საიტი.
  3. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიებით. დაუთმეთ დრო კომპანიების კვლევას. ესტუმრეთ მათ ვებ გვერდს, სადაც შეიძლება  საინტერესო გრაფა ,,ვაკანსიები’’ იპოვოთ.  დაუკავშირდით კომპანიას (საკონტაქტო ნომერი აუცილებლად ექნებათ მითითებული) და იკითხეთ, რაიმე ვაკანსია თუ აქვთ გამოცხადებული. შეიძლება რაიმე საინტერესოც კი აღმოჩნდეს თქვენთვის.
  4. მუდმივად განაახლეთ თქვენი CV. კარგად დაწერილი, ეფეტური CV გადამწყვეტია სამუშაოს ძებნისას. გამოცხადებულ ვაკანსიაზე დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნოთ რეზიუმე. მაშინაც კი თუ სამსახურს არ ეძებთ, მაინც უნდა გქონდეთ განახლებული  CV.  ყოველი თვის ბოლოს გადახედეთ თქვენს CV-ის და შეავსეთ ახალი  ინფორმაციით.
  5. მიიტანეთ CV პირადად. კარგი იქნება თუ ელ. ფოსტით გაგზავნის ნაცვლად, CV-ის  პირადად მიიტანთ კომპანიაში.  თითქმის წარმოუდგენელია, რომ კადრების შერჩევის სპეციალისტი სათითაოდ ამოიღებს და გადაარჩევს მაილზე მიღებულ ასობით  აპლიკაციას. კომპანიაში მისვლით კი იმის შანსი მაინც გექნებათ, რომ საჭირო ადგილზე მოხვდება  თქვენი CV და ასობით ელექტრონულ აპლიკაციაში არ დაიკარგება.
  6. გადახედეთ თქვენს სტრატეგიას. პერიოდულად გადახედეთ თქვენს მიზნებსა და სტრატეგიას. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მოძებნით სამსახურს. გაგზავნეთ CV სხვა ისეთ პოზიციებზე, რომელთათვისაც კომპეტენტური იქნებით. ეცადეთ გაიროთ ტრენინგები, პროფესიული კურსები, რაც რეზიუმესაც გაგიმდიდრებთ და თქვენი წარმატების შანსსაც გაზრდის.
  7. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში. მიაქციეთ ყურადღება თქვენს პროფილს სოციალურ ქსელებში. 2009 წელს კოლეგიათა და დამსაქმებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა 50 პროცენტი აპლიკანტთა პროფილებსა და ონლაინ მონაცემებს ამოწმებს სამუშაოზე აყვანამდე.  ასე, რომ შეიძლება თქვენს პროფილზეც შემოიხედოს პოტენციურმა დამსაქმებელმა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s