სამსახურის ხშირი ცვლა – კარიერის დასაწყისი თუ დასასრული

ბევრს მიაჩნია, რომ სამსახურის ხშირი გამოცვლა ხელს უშლის კარიერულ წინსვლას და რაც უფრო დიდხანს გაჩერდები ერთ ადგილზე, მით უფრო გაიზრდება თქვენ მიმართ ნდობა. მართლაც, იყო დრო, როცა ადამიანი მთელ ცხოვრებას ერთ სამსახურში ატარებდა. წლებთან ერთად იზრდებოდა მის მიმართ პატივისცემა და ნდობა, მისი გამოცდილება და თანამდებობა.

დღეს ვითარება აშკარად შეიცვალა და 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდების უმეტესობას 5-ზე მეტი სამუშაო აქვს გამოცვლილი. უკეთესი სამუშაო პირობების, ხელფასის, გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის მიზნით არაერთი ადამიანი იწყებს ახალი სამსახურის ძიებას. ევროპასა და აშშ-ში სამუშაო ადგილის ხშირ ცვლას job-hopping-ს უწოდებენ და მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ცხადია, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიერულ წინსვლაში: მან შეიძლება არამარტო განაპირობოს თქვენი წარმატება და განვითარება, არამედ, დაღუპოს თქვენი კარიერა.

ცხადია, კადრების შერჩევის სპეციალისტებს უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ აპლიკანტის მიმართ, ვისაც სამუშაო გამოცდილების უსასრულო ჩამონათვალი აქვს რეზიუმეში. ბევრი hr მენეჯერი ამის მიხედვითაც ცხრილავს რეზიუმეებს. კადრების შერჩევა დროსა და ფინანსებს უკავშირდება, დამსაქმებელს კი ხელს არ აძლევს ისეთი თანამშრომლის აყვანა, რომელიც მალე მის კომპანიასაც დატოვებს. შესაბამისად, ახალი კადრის აყვანისას კადრების შერჩევის სპეციალისტი ცდილობს, ამ თვალსაზრისითაც გააკეთოს გათვლა და გრძელვადიანი კადრი აიყვანოს.

მეორეს მხრივ, სამუშაო ადგილის ხშირ გამოცვლას არაერთი დადებითი მხარე აქვს. როგორც ყოფილმა  “job-hopper”-მა, მინდა აღვნიშნო, რომ სამსახურს იცვლი არა იმიტომ, რომ ძალიან გეხალისება,  არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ არშეიძლება. სამსახურის მაძიებელს, რომელსაც ახალი დამთავებული აქვს უნივერსიტეტი და ამასთან, არც სამუშაო გამოცდილება არ აქვს, უწევს, დათანხმდეს დაბალანაზღაურებად და ნაკლენად მნიშვნელოვან სამსახურს. რატომღაც ასეთ დროს ნაკლებად გიმართლებს, არც გაწინაურებენ და არც შენ ხელფასს უჩანს ზრდის რაიმე ნიშანი. შესაბამისად, ამ პოზიციაზე გამოცდილების დაგროვების და, როგორც ხშირად ვუწოდებთ ხოლმე, ,,საკუთარი თავის ამოწურვის’’ შემდეგ, ახალი სამუშაოს ძებნას იწყებ.

სამუშაოს გამოცვლა კარგია თვითმოტივაციის მხრივაც. ახალ სამსახურს ახალი ენერგიითა და ამოცანებით იწყებ და უფრო პროდუქტიულად მუშაობ, ვიდრე ერთფეროვნებით თავმობეზრებული ადამიანი, რომელიც ყოველ დღე ინერციით მიდის სამუშაოზე და მთელი დღე თანამშრომლებს ნერვებს უშლის თავისი წუწუნით. ამასთან, თუ ყოველ ახალ სამუშაოს გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად შეასრულებთ, უფრო სწრაფად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტიცა და პროფესიული ნაცნობების წრე, რაც სამუშაოს პოვნაში  დაგეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ კადრების შერჩევის სპეციალისტები ეჭვის თვალით უყურებენ აპლიკანტებს, რომლებიც სამუშაო ადგილს ხშირად იცვლიან, იშვიათად თუ დაიწუნებენ კანდიდატს მხოლოდ ამ მიზეზით. დამსაქმებელი უარს ეუბნება მხოლოდ იმ აპლიკანტს, რომელიც წვლილს არ შეიტანს კომპანიის მუშაობაში. რეზიუმეს შედგენისას უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დამსახურება ყველა იმ კომპანიაში სადაც გიმუშავიათ, ამას კი მუშაობის ხანგრძლივობასთან არ აქვს კავშირი.

რა თქმა უნდა, ეპოქალური მნიშვნელობის მიღწევები არ გექნებათ, მაგრამ თქვენს წვლილს აუცილებლად შეიტანდით. გასაუბრებაზე თუ  წინა სამუშაოდან წამოსვლის მიზეზს გკითხავენ, თუ იტყვით, რომ სამუშაო თანდათან უინტერესო გახდა თქვენთვის და ვეღარაფერს ისწავლიდით – ეგოისტობასა და არაპროფესიონალიზმში ჩამოგართმევენ და უნდობლობას დაიმსახურებთ. ისაუბრეთ თქვენს დამსახურებაზე ამ კომპანიაში, აღნიშნეთ, რომ რაღაც გააუმჯობესეთ, სიახლე შეიტანეთ და ამის შემდეგ წახვედით სამსახურიდან.

ბევრი ადამიანი სამსახურს იმიტომ იცვლის, რომ არ იცის სად წავიდეს, ანუ საკუთარ ადგილს ეძებს. მეც არაერთი სამუშაო გამოვიცვალე და ყოველ ახალ სამუშაოს მაქსიმუმ ერთ წელიწადში სიახლის ძებნის სურვილით ვტოვებდი. თითოეული სამუშაოდან უდიდესი გამოცდილება მივიღე, რასაც ერთ კომპანიაში მუშაობის ათწლიანი პრაქტიკიდანაც კი ვერ მივიღებდი. მაგრამ ბოლოს მაინც პოულობ იმ ერთ სფეროს, რომელიც ,,შენია’’ – იქნება ეს მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკუთარი ბიზნესი და ა.შ. – ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ. ვინც ეძებს, პოულობს, და მთელ თქვენს გამოცდილებას, ცოდნას, ყველა ძველ სამუშაო ადგილს ერთი გზით მიყავხართ,  და თუ ცოტა ბედმაც გაგიღიმათ, იმ ერთ ადგილს იპოვით.

One thought on “სამსახურის ხშირი ცვლა – კარიერის დასაწყისი თუ დასასრული

  1. აბსოლუტურად გეთანხმებით. სამუშაოს გამოცვლისა კი არა, პროფესიის გამოცვლისაც კი არ უნდა შეგეშინდეთ, თუ იგი საკუთარი პოტენციალის უკეთესად გამომჟღავნებაში დაგეხმარებათ. წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s