პროდუქტების განვითარების 9 ეტაპიანი პროცესი

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

ყოველწლიურად მსოფლიოში უამრავი ახალი პროდუქტი და მომსახურება იქმნება და ინერგება, რაოდენობრივად კიდევ უფრო მეტი ცვლილება ხორციელდება არსებული პროდუქტების დახვეწისა და განვითარებისათვის. ცვლილებების ტემპი ყოველწლიურად მატულობს, რაც ბუნებრივი პროცესია ტექნოლოგიური წინსვლის, კონკურენციისა და გარემო მოთხოვნილებების ზრდიდან გამომდინარე.

ჩვენს დროში ძალიან ბევრი კომპანიაა ისეთი რომელმაც ერთი, ორი ან სულ რამოდენიმე პროდუქტის ქვეყანაში შემოტანით ან წარმოებით შეძლო დიდი ბიზნესის შექმნა. ასეთი კომპანიები 10-15 წლის წინ გაცილებით მეტი იყო რადგან ბაზარზე ძალიან ბევრი თავისუფალი ნიშა და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება არსებობდა. მაგრამ როგორც კი ვინმე მიხვდა რომ ვიღაცამ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანით ”დიდი ფული იშოვა” მანაც იგივე გააკეთა. ასე რომ რაც უფრო შემცირდა ექსკლუზიურობა მით უფრო საჭირო გახდა მეტი ინოვაციურობა, მუდმივად ახალი პროდუქტების შემოტანის ან შექმნის ძიება.

Read More »

Advertisements