როგორ ავიყვანოთ ახალი კადრი ან ვინ დავაწინაუროთ

(წყარო: “Managerial Insights”)

ჩემი ორმოცწლიანი კონსულტაციების განმავლობაში არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ, რომელთა მთავარი თემა იყო ახალი თანამშრომლის აყვანა.

შევამჩნიე, რომ არსებობს გარკვეული პრინციპი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დავაწინაუროთ და ვინ -არა.

ადამიანი დაწინაურებისა თუ ვაკანტური პოზიციის დაკავების კანდიდატი ხდება თავისი მიღწევების, პროფესიული მომზადებისა და გამოცდილების მიხედვით; თუმცაღა, ყოველთვის ასე არ ხდება.

შეკითხვა, რომელიც წყვეტდა კანდიდატის მიერ პოზიციის დაკავებას შემდეგში მდგომარეობდა: აღიქვამენ თუ არა ახალ  ხელმძღვანელს თანამშრომლები ლიდერად?

იგივე პრინციპი ვრცელდება მენეჯერულ პოზიციებზე ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაშიც.

ამჟამად კონსულტაციებს ერთ-ერთ მსხვილ უძრავი ქონების კომპანიაში გავდივარ. არსებული საკრედიტო კრიზისის გამო კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დირექტორი.

ერთ-ერთ კანდიდატს სულყოფილი რეზიუმე ჰქონდა: მოწინავე ბიზნეს-სკოლის დიპლომი; მუშაობის გამოცდილება უფრო მსხვილ კომპანიაში; შესაბამისი ასაკი და ჩემი კლიენტის მიერ შეთავაზებული ანაზღაურების საფასურად კომპანიაში მუშაობის სურვილი. მიუხედავად ამისა, ის არ აიყვანეს.

რაში მდგომარეობდა პრობლემა?

კანდიდატი არ აიყვანეს შემდეგი მიზეზით: როგორც ჩემმა კლიენტმა გაარკვია, ეს იყო ამპარტავანი ადამიანი, უსიამოვნება ჰქონდა თავის კოლეგებთან, არ იყო გუნდური მოთამაშე და ა.შ.

ამ დეტალების შესახებ არაფერს ამბობს რეზიუმე. ეს დეტალები არ მჟაღავნდება არც გასაუბრების დროს. კანდიდატის წინა დამსაქმებელსაც რომ დაუკავშირდეთ რეკომენდაციისთვის, ისიც კი არ მოგაწვდით ამ ინფორმაციას, რადგან კანდიდატს შეუძლია, ცილისწამებისთვის უჩივლოს მას.

Read More »

Advertisements

მენეჯერისათვის საჭირო 11 უნარი

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

გიფიქრიათ რა თვისებები  უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს? არ არსებობს წარმატებული მენეჯერის უნივერსალური ფორმულა. ცნობილმა ჟურნალისტმა და მწერალმა, პოლ ჰოუკენმა თქვა: ,,კარგი მენეჯმენტი ხელოვნებაა, რომლის დროსაც პრობლემები საინტერესო ხდება,  მათი გადაჭრის გზები კი იმდენად კონსტრუქციული, რომ ყველას უჩნდება მუშაობისა და ამ პრობლემათა გადაწყვეტის სურვილი’’. 

მაინც რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მენეჯერი? მენეჯმენტის ექსპერტის ჩარლზ გიბონის  მიხედვით, კარგი მენეჯერისთის არსებითია შემდეგი 11 უნარი:

1. მიზანთა სათანადოდ დასახვა: გულდასმით შეარჩიეთ სფერო, დასახეთ პრიორიტეტები. მიყევით მიზნებს და იმოქმედეთ შესაბამისად. სწორად განსაზღვრული მიზანი, წარმატების ნახევრის ტოლფასია.

2. რესურსთა გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით: უნდა შეგეძლოთ ბიუჯეტის შედგენა და მისი მართვა. რაც უფრო ნაკლები ხარჯი გექნებათ, მით უფრო მეტი მოგება დაგრჩებათ, ამის საშუალებას კი რესურსების სათანადოდ გადანაწილება  მოგცემთ.

Read More »

10 ძირითადი განსხვავება ქალ და მამაკაც მენეჯერს შორის

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

ქალის ცხოვრების ოცდაოთხი საათი: ,,ვიღვიძებ, ცხადია ყველაზე ადრე: ტანისამოსი უნდა გავუმზადო ქმარს, საუზმე მოვამზადო, ბავშვები გავაღვიძო, სკოლისთვის მოვამზადო, მოვაწესრიგო, ამასობაში ჩემი ქმარი იღვიძებს, უხასიათოდაა დღეს რატომღაც… ცხრის ნახევარია უკვე! ვაიმე, მაგვიანდება, დღეს შეხვედრა მაქვს, კარგად უნდა გამოვიყურებოდე… ბავშვები – სკოლაში, მე -სამუშაოზე. ოფისში გაღიმებული შევდივარ, მაგრამ ყველა მონიტორს მისჩერებია, რთული დღეა, როგორც ჩანს… შეხვედრამ კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ. რომელი საათია? ბავშვები სკოლიდან უნდა გამოვიყვანო, ნახევარი საათით ვტოვებ ოფისს და გავრბივარ… რომელიმე თანამშრომლის აგრესიის ამოფრქვევას თუ გადავურჩით დღეს, კარგია! საღამოს შვიდ საათზე დაქანცული ვბრუნდები და ვფიქრობ: ახლა ქმარი ტელევიზორთან ზის ალბათ, ბავშვები თუ მოიყვანა ნეტა დედაჩემისგან… მშივრები იქნებიან, უნდა მოვამზადო რამე… თავბრუ დამეხვა’’.

ყოველთვის, როცა ქალის შესაძლებლობებში შეაქვთ ეჭვი და ამბობენ, რომ მამაკაცები ,,სხვანაირად აზროვნებენ და უფრო ძლიერნი’’ არიან, კარგა ხნის წინ ამოკითხული სიტყვები მახსენდება: ,,ჯინჯერ როჯერსი ისევე ცეკვავდა, როგორც ფრედ ასტერი! და თანაც ცეკვავდა მაღალ ქუსლებზე და უკუსვლით!’’

Read More »

როგორ დავიბრუნოთ წარმატება

კრიზისი ნებისმიერი კომპანიის განვითარების გზაზე ხდება და არაერთხელაც. ყველა კომპანიისთვის დგება მომენტი, როდესაც ადამიანებს სულ ცოტა აკლიათ იმედის დაკარგვამდე. თითქოს პროცესები შეუქცევადია და ყველა ფიქრობს, რომ წინ მიმავალი გზა აღარასოდეს გამოჩნდება ნიშნები.

ადამიანები დემოტივირებულები არიან და კარგავენ ლოიალურობას ორგანიზაციის მიმართ. სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ერთმანეთთან ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ძირითადად, ცუდს. სულ უფრო ხშირად ხდება ორგანიზაციაში არსებული პრობლემა გარეშე ადამიანებთან განხილვის საგანი.

Read More »

რთული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი

ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის არსებობს რთული და შედარებით ნაკლებად რთული ამოცანები. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პირადი თუ სამსახურეობრივი, მეგობრებთან, ახლობლებთან კოლეგებთან ურთიერთობაში, სავსეა მათით. ერთი ადამიანისათვის რთული ამოცანა შესაძლოა მეორესთვის მარტივი იყოს და პირიქით. მაგრამ ყველასთვის არსებობს ისეთი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც ერთი შეტევით, მარტივად ვერ ხერხდება, რომელსაც დაჯდომა და დაფიქრება სჭირდება, გზების გააზრება, სტრატეგიების არჩევა და უფრო დეტალური დაგეგმვა, ვიდრე ეს მარტივი ამოცანების შემთხვევაში არის საჭირო. ასეთი ამოცანების გადაწყვეტის გზების მოფიქრებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამე ერთი მეთოდი მაინც, როგორ შეიძლება მათი დამუშავება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ, რომელსაც ჩვენ აგერ უკვე 10 წელზე მეტია ვიყენებთ და რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ მუშაობს.

Read More »

ოთხი პრაქტიკული იდეა ცვლილებისათვის

“ეს იდეა უკვე რამდენიმე თვეა ტრიალებს, თუმცა ვერაფრით მოხერხდა მისი ხორცშესხმა, წინ ძალიან ნელა მივიწევთ, შეგრძნება მაქვს, რომ დროს ვკარგავთ, ძალიან მაწუხებს ეს შეგრძნება… იდეა რომ გაჩნდება, მინდა ცვლილება სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით მოხდეს, მაგრამ გადის ერთი დღე, კვირა, თვე… იდეები იდეებადვე რჩება…” – ნებისმიერი გამოცდილი მმართველისათვის ნაცნობი აზრებია.. ამ სტატიაში გაეცნობით 4 პრაქტიკულ იდეას, რომლებიც კარგ სამსახურს გაგიწევენ თქვენი ორგანიზაციის ტურბულენტობის ამაღლებაში… ნებისმიერი დროისა და განვითარების ეტაპის ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯერების საბრძოლო არენა შესაძლებელია დაიყოს სამ, ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნულ ველებად: 1. იდეების კვლევა. 2. გადაწყვეტილებების მიღება. 3. ცვლილების განხორციელება. წარსულთან შედარებით დრო ძალიან აჩქარდა, იდეები მოძებნადია და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებასაც მივეჩვიეთ, მაგრამ ხორცშესხმა უფრო და უფრო ძნელდება, ვინაიდან რთულდება ორგანიზაციების ბუნება…

Read More »

ნამდვილი ლიდერის სახე

ჯერ კიდევ ახლო წარსულში ადამიანები ორგანიზაციაში ითვლებოდნენ მიზნების მიღწევის ერთერთ საშუალებად, ერთ ერთ რესურსად. ადამიანებთან ერთად ორგანიზაციები მოიაზრებოდა მანქანა დანადგარების, მეთოდების, ტექნოლოგიების, კაპიტალის თუ ინფორმაციის გაერთიანებად ანუ იმ კომპონენტების, რომლებიც სხვადასხვა დროს მიიჩნეოდა მათი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებად.
არადა თანამედროვე ორგანიზაციებში ადამიანის როლი ძირეულად შეიცვალა.დღეს როდესაც ყველა სხვა რესურსი (ტექნიკური საშუალებები, ფინანსური რესურსები და ა.შ.) თითქმის იდენტური ან ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის, როდესაც ნებისმიერი `ნოუჰაუს კალკირება~ აღარ წარმოადგენს არანაირ სირთულეს, როდესაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზაციების მოქნილობა (ანუ მათი უნარი ჩაიფიქრონ და განახორციელონ ცვლილებები) ახალ-ახალი კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად, თითოეული ადამიანი ხდება უმნიშვნელოვანესი რესურსი ნებისმიერი ორგანიზაციისათვის.

Read More »