რა უნდა ვკითხოთ ინტერვიუერს გასაუბრებაზე

ჩვეულებრივ, გასაუბრების ბოლოს ინტერვიუერი აპლიკანტს ეკითხება: ,,რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?’’ ზოგი ფიქრობს, რომ შეკითხვის დასმა არ არის საჭირო და არ იჩენს ინიციატივას. ასეთ პასუხით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს სამსახური ნაკლებად საინტერესოა კანდიდატისთვის.

გასაუბრებამდე აუცილებლად მოამზადეთ შეკითხვა, რომელსაც ინტერვიუერს დაუსვამთ. თუ იტყვით: ,,შეკითხვა არ მაქვს, რადგან უკვე ყველა ძირითად საკითხს შევეხეთ’’, ინტერვიუერი იფიქრებს, რომ დამოუკიდებლად აზროვნება არ შეგიძლიათ, მორცხვობთ, არ ხართ აქტიური და საკუთარ თავში დარწმუნებული და ა.შ. დამსაქმებელს დასაკვნა თქვენი შეკითხვებიდანაც გამოაქვს.

მოამზადეთ რამდენიმე შეკითხვა კომპანიის მიღწევებისა და ამოცანების შესახებ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ არ დაიზარეთ, დაინტერესდით და წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რითიც მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ინტერვიუერზე. არ დასვათ ისეთი შეკითხვა, რომლითაც მიხვდება ინტერვიუერი, რომ კომპანიის შესახებ არ მოგიძიებიათ ინფორმაცია.

ნუ დასვამთ ,,პირად’’ შეკითხვებს, როგორებიცაა, მაგალითად, ,,როდის მექნება დაწინაურების საშუალება?’’ ,,რამდენია ხელფასი?’’ ,,როდის მომემატება ანაზღაურება?’’. ხელფასზე საუბარს ნუ დაიწყებთ, ჩვეულებრივ, ამ საკითხს მომდევნო ეტაპზე განიხილავენ, როცა აპლიკანს უკვე სთავაზობენ სამსახურს.

Read More »

გასაუბრების შეკითხვები და მათი პასუხები

გასაუბრება ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. ყოველი გასაუბრება რთულია, თუნდაც მანამდე ათობით გასაუბრება გქონდეს გავლილი. გასაუბრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპანიების, სფეროების, ინტერვიუერების შესაბამისად. სტერსის შემცირების საუკეთესო ხერხია წინასწარ მომზადება.

ადამიანები, რომელთაც მრავალჯერ მოუწიათ გასაუბრების გავლა, აღნიშნავენ, რომ გასაუბრების შეკითხვები სტანდარტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი შეკითხვების განსაზღვრა და მათი პასუხების მომზადება. თქვენი ამოცანაა, საუკეთესო პასუხი გასცეთ ყველა შეკითხვას და ,,აჯობოთ’’ სხვა კანდიდატებს. კარგი იქნება, თუ გასაუბრებისთვის შემდეგი საფეხურების მიხედვით მოემზადებით:

  • გამოიკვლიეთ კომპანიის საქმიანობის სფერო
  • განსაზღვრეთ მოსალოდნელი შეკითხვები
  • ჩამოაყალიბეთ საუკეთესო პასუხები
  • გაირეთ ე.წ. რეპეტიცია

Read More »

ზარმაცი თუ უმუშევარი?!

ბოლო ორი თვის განმავლობაში ათამდე გასაუბრება გავიარე სამუშაოს ძიებაში. რა იქნებოდა, ყოველი გასაუბრების შემდეგ სერტიფიკატს რომ იძლეოდნენ:

ეძლევა ,,ამას-და-ამას” მასზედ, რომ გაიარა გასაუბრება კომპანიაში ,,დასაქმების სამჭედლო’’. თბილისი, 2011 წელი.

კარგი იქნებოდა, ყოველ გასაუბრებასთან ერთად სამუშაოს პოვნაც რომ იოლდებოდეს. სამსახურის პოვნა კი ისევე ძნელია, როგორც ყოველთვის.

უმუშევრობის სიმძიმეს ვერ მიხვდები, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისევე როგორც ყველა პრობლემას. მე ეს პრობლემა თავად ვიწვნიე, მაგრამ როგორც ჯონ ლენონი ამბობს ერთ ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერაში ,,ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ’’. დიდი შეღავათი არ არის.  საქართველოში დასაქმების სააგენტოები, უმუშევართა პროგრამები და სხვა მსგავსი ორგანიზაციები თითქმის არ არის. ამიტომ ვცდილობ, ვებ გვერდის მეშვეობით დავეხმარო უმუშევრებს.  ერთი შეხედვით, მარტვია – ვაკანსია უნდა განვათვსო დასაქმების საიტზე, მაგრამ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ეს უწყინარი საქმე. ყველაზე მეტად ადამიანების აზროვნებამ გამაკვირვა – რეკავ კომპანიაში, რომელიც ვაკანსიას აცხადებს, უხსნი, რომ ვაკანსიას განათვსებ ერთ-ერთ რეიტინგულ დასაქმების საიტზე უფასოდ(!) და უარს გეუბნებიან. ვინაიდან  ახალბედა ვარ ამ სფეროში და ყველა სატელეფონო ზარი მართლა ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან, გამაკვირვა ამ უარმა. უამრავი შეკითხვა დამებადა: რატომ აცხადებ ვაკანსიას, თუ არ გინდა, თუნდაც ორით მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ? რატომ არ უნდა მისცე შანსი, თუნდაც ორ ადამიანს თავისი CV გამოაგზავნოს, ასე ხომ შესაძლებლობას ართმევ თუნდაც ორ ადამიანს შენი ვაკანსია წაიკითხოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ორი ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგად მიმაჩნია. იმიტომ, რომ იმ ორ ადამიანში შეიძლება მეც აღმოვჩნდე, უმუშევრობა კი ისეთი პრობლემაა, რომლის წინაშეც ყველა შეიძლება აღმოჩნდეს როდესმე. თუნდაც ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მეტისმეტად მიმაქვს გულთან ყველაფერი.

Read More »

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

ბლოგის ავტორი დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

ტელეფონზე უცნობი ზარი შემოდის და გასაუბრებაზე მიბარებენ. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ,,თითქმის ყოველ მეორე დღეს გასაუბრებაზე ვზივარ’’. მართლაც, კვირამ გასაუბრების გარეშე თუ ჩაიარა, ადგილს ვეღარ ვპოულობ. ყოველი გასაუბრება ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც კომპანიები, ადამიანები, ხასიათები, პოზიციები… შევაღებ თუ არა ოფისის კარს, უკვე ვხვდები, როგორ ჩაივლის გასაუბრება, მე უფრო მეტად ვეცდები სამუშაოს ,,ხელში ჩაგდებას’’, თუ – კომპანია. უმეტესწილად მოლოდინი მართლდება და, სამწუხაროდ, სწორედ სასურველ პოიციაზე ვერ ვხვდები.

რაც უფრო მეტ გასაუბრებას გავდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ გავლილ გასაუბრებათა რიცხვი არ აისახება შედეგზე. ვიხსენებ ჩემს პასუხებს – თითქოს არაფერი შემშლია, მაგრამ გასაუბრებბის შემდეგ არ მიკავშირდებიან. არადა, ყველაფერს აქვს თავის მიზეზი!

ამერიკელი მსახიობის სიტყვები მახსენდება: ,,ერთხელ სადაზღვევო კომპანიაში მქონდა  გასაუბრება და ქალბატონის შეკითხვაზე, თუ სად წარმომედგინა ჩემი თავი ხუთი წლის შემდეგ, ვუპასუხე: ,,ამ კითხვის დასმის ხუთი წლის იუბილეზე’’.

მეღიმება. ხუმრობა გვერდით იყოს და ორშაბათს ის სამუშაო მართლა უნდა ,,დავითრიო’’. გავლილ გასაუბრებებს ვიხსენებ და თანდათან ვხვდები, რომ უმეტესწილად დამაჯერებლად ვსაუბრობ, მთელი ყურადღება სიტყვებზე გადამაქვს და მავიწყდება, რომ ჩემი საქციელი გაცილებით მეტს გამოხატავს: მეტყველებას, ინტონაციას, ტონს გააკონტროლებ, მაგრამ ამ დროს ძალიან რთულია სხეულის კონტროლი.  ,,სხეულის ენა’’, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ყოველთვის არ გამოხატავს ჩვენს ნამდვილ სათქმელსა თუ დამოკიდებულებას, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში, ძლიერი იარაღია მსმენელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ინტერნეტში საკმაოდ ხანგრძლივი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ჩამოვაყალიბე  ის ძირითადი რჩევები, რომლებიც გასაუბრებაზე უნდა გავითვალისწინოთ.

Read More »