როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი რეზიუმეს/CV-ის თანმხლები წერილია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს კადრების შერჩევის პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული იარაღი დამსაქმებლის დასარწმუნებლად, რომ ჩაიხედოს თქვენს რეზიუმეში.

რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.

ფორმატი

სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან  და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა.

სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით  სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის საშუალებით.

ბეჭდური სახის სამოტივაციო წერილის შემთხვევაში, თქვენი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები თქვენი სახელის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში იწერება . გაითვალისწინეთ,რომ ქართულში მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს ამ პუნქტს და შეგიძლიათ, მარცხენა კიდეში განათავსოთ აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნება, თუ მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს დეტალებს დაწერთ, მის ქვემოთ, მარცხენა კიდესთან კი – იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც სწერთ.

Read More »

რატომ ვერ ვპოულობთ სამუშაოს

კონკურენცია გამოცხადებულ ვაკანსიებზე ყოველთვის მაღალია. ყოველ თავისუფალ პოზიციაზე ასობით ადამიანი გზავნის რეზიუმეს და მათგან ნახევარი მაინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ბუნებრივია, აპლიკანტთა უდიდესი ნაწილი უმუშევარი რჩება და კვირობით, ზოგჯერ კი, თვეობით უწევს სამუშაოს ძებნა.

მაღალი კონკურენციისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო სამსახურის პოვნა მართლაც ძალიან ძნელია. უმუშევართა 90 % თავის უიღბლობას ყველას და ყველაფერს აბრალებს საკუთარი თავის გარდა: ქვეყნად გამეფებულ უსამართლობას, მძიმე ეკონომიკურ პირობებს, ჩაწყობას, იმას რომ ნაცნობი არ ჰყავს და დაჩაგრეს და ა.შ. მე კი მგონია, რომ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გამოსავალი არ არსებობს და მთელი ცხოვრება რაღაც იღბალსა და გამართლებას უნდა ელოდეს უმუშევარი. პარადოქსულია, მაგრამ თუ ერთი მხრივ, უმუშევრები სამუშაო ადგილების ნაკლებობაზე ჩივიან, დასაქმების სპეციალისტები კვალიფიციური კადრის ნაკლებობას აღნიშნავენ.

ნათქვამია, ,,ვინც ეძებს პოულობსო’’ და ხშირად მიფიქრია, იქნებ, სამსახურს იმიტომ ვერ ვპოულობთ, რომ ცუდად ვეძებთ? საკუთარი და იმ ადამიანების გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც ერთხელ უკვე გაიარეს სამუშაოს ძიების პროცესი, ჩამოვაყალიბე ის რამდენიმე პუნქტი, რაც ხელს გიშლით სამუშაოს პოვნაში:Read More »

გასაუბრების შეკითხვები და მათი პასუხები

გასაუბრება ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. ყოველი გასაუბრება რთულია, თუნდაც მანამდე ათობით გასაუბრება გქონდეს გავლილი. გასაუბრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპანიების, სფეროების, ინტერვიუერების შესაბამისად. სტერსის შემცირების საუკეთესო ხერხია წინასწარ მომზადება.

ადამიანები, რომელთაც მრავალჯერ მოუწიათ გასაუბრების გავლა, აღნიშნავენ, რომ გასაუბრების შეკითხვები სტანდარტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი შეკითხვების განსაზღვრა და მათი პასუხების მომზადება. თქვენი ამოცანაა, საუკეთესო პასუხი გასცეთ ყველა შეკითხვას და ,,აჯობოთ’’ სხვა კანდიდატებს. კარგი იქნება, თუ გასაუბრებისთვის შემდეგი საფეხურების მიხედვით მოემზადებით:

  • გამოიკვლიეთ კომპანიის საქმიანობის სფერო
  • განსაზღვრეთ მოსალოდნელი შეკითხვები
  • ჩამოაყალიბეთ საუკეთესო პასუხები
  • გაირეთ ე.წ. რეპეტიცია

Read More »

როგორ შევადგინოთ CV – სამუშაოს ძიების ოპტიმიზაცია

CV (ლათ.curriculum vitae – ,,ცხოვრების გზა’’, იკითხება, როგორც ,,კურიკულუმ ვიტე’’) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია ადამიანის უნარები, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა საქმიანი ინფორმაცია. ჩვეულებრივ, დამსაქმებლები პირველ რიგში CV-ის ითხოვენ  კანდიდატის ამა თუ იმ პოზიციაზე აყვანამდე.
CV-ის ფორმით ძალიან წააგავს რეზიუმე, თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება:

•    რეზიუმე უნარების, გამოცდილებისა და განათლების მოკლე, ერთ ან ორ გვერდიანი აღწერაა, ხოლო CV – უფრო ვრცელი (მინიმუმ ორი გვერდი) და დეტალური.
•    CV ასახავს არა მხოლოდ ადამიანის აკადემიურ წარსულსა და განათლებას, არამედ მის გამოცდილებას კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, გამოცემებს, პრეზენტაციებს, ჯილდოებს, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობას და ა.შ.

საქართველოში რეზიუმე და CV ხშირად ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ  CV, როგორც ასეთი, ძირითადად აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პოზიციებზე განაცხადის გაკეთებისას გამოიყენება, სადაც აუცილებელია პუბლიკაციების, სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილების, კონფერენციებში მონაწილეობისა და   ჯილდოების მითითება.
Read More »

ზარმაცი თუ უმუშევარი?!

ბოლო ორი თვის განმავლობაში ათამდე გასაუბრება გავიარე სამუშაოს ძიებაში. რა იქნებოდა, ყოველი გასაუბრების შემდეგ სერტიფიკატს რომ იძლეოდნენ:

ეძლევა ,,ამას-და-ამას” მასზედ, რომ გაიარა გასაუბრება კომპანიაში ,,დასაქმების სამჭედლო’’. თბილისი, 2011 წელი.

კარგი იქნებოდა, ყოველ გასაუბრებასთან ერთად სამუშაოს პოვნაც რომ იოლდებოდეს. სამსახურის პოვნა კი ისევე ძნელია, როგორც ყოველთვის.

უმუშევრობის სიმძიმეს ვერ მიხვდები, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისევე როგორც ყველა პრობლემას. მე ეს პრობლემა თავად ვიწვნიე, მაგრამ როგორც ჯონ ლენონი ამბობს ერთ ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერაში ,,ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ’’. დიდი შეღავათი არ არის.  საქართველოში დასაქმების სააგენტოები, უმუშევართა პროგრამები და სხვა მსგავსი ორგანიზაციები თითქმის არ არის. ამიტომ ვცდილობ, ვებ გვერდის მეშვეობით დავეხმარო უმუშევრებს.  ერთი შეხედვით, მარტვია – ვაკანსია უნდა განვათვსო დასაქმების საიტზე, მაგრამ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ეს უწყინარი საქმე. ყველაზე მეტად ადამიანების აზროვნებამ გამაკვირვა – რეკავ კომპანიაში, რომელიც ვაკანსიას აცხადებს, უხსნი, რომ ვაკანსიას განათვსებ ერთ-ერთ რეიტინგულ დასაქმების საიტზე უფასოდ(!) და უარს გეუბნებიან. ვინაიდან  ახალბედა ვარ ამ სფეროში და ყველა სატელეფონო ზარი მართლა ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან, გამაკვირვა ამ უარმა. უამრავი შეკითხვა დამებადა: რატომ აცხადებ ვაკანსიას, თუ არ გინდა, თუნდაც ორით მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ? რატომ არ უნდა მისცე შანსი, თუნდაც ორ ადამიანს თავისი CV გამოაგზავნოს, ასე ხომ შესაძლებლობას ართმევ თუნდაც ორ ადამიანს შენი ვაკანსია წაიკითხოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ორი ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგად მიმაჩნია. იმიტომ, რომ იმ ორ ადამიანში შეიძლება მეც აღმოვჩნდე, უმუშევრობა კი ისეთი პრობლემაა, რომლის წინაშეც ყველა შეიძლება აღმოჩნდეს როდესმე. თუნდაც ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მეტისმეტად მიმაქვს გულთან ყველაფერი.

Read More »

ცხელი ვაკანსია – ტურისტული გიდი

ზაფხული ყველაზე ,,მკვდარი’’ სეზონია. ხალხი ქალაქს არიდებს თავს და ქუჩები ცარიელდება, კომპანიების აქტივობა იკლებს, შემოსავალი მცირდება. მცირდება ვაკანსიებიც და განსაკუთრებით ჭირს სამუშაოს პოვნა. გასაკვირია, მაგრამ სამუშაოს პოვნის ყველაზე მეტი შანსი ზაფხულშია: ახალი კადრი ზაფხულშიც საჭიროა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გასულია ქალაქიდან, რჩებიან უმეტესად ისინი, ვინც სამუშაოს გამო ვერ ახერხებს დასვენებას, და შედარებით ცოტა უმუშევარი. შესაბამისად, უფრო დიდია შესაძლებლობა, რომ თქვენ CV-ის წაიკითხავენ.

ზაფხულში ყველაზე ხშირად ტურისტული კომპანიებს სჭირდებათ კადრი. ტურსიტული სააგენტოების ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ზაფხულის ცხელი ვაკანსია. თუ გიყვართ მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა, თუ იცით უცხო ენა და ისტორია, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის ყოფილა და ზაფხულში მუშაობასა და დასვენებას შესანიშნავად შეუთავსებთ ერთმანეთს.

ერთი შეხედვით საკმაოდ ადვილი უნდა იყოს ტურისტების  გაძღოლა, მაგრამ კარგი გიდის გარეშე მშვენიერი ბუნება და გასაოცარი ხედები,  ისტორიული ძეგლები და ადგილები მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას მოახდენს ტურისტებზე. შენობა თავისთავად მხოლოდ შენობაა, ადამიანი აქცევს შენობას, ისტორიულ ძეგლებს და ბუნებას  საინტერესოდ. კარგი გიდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ განსაკუთრებული, უცნობი მხრიდან დაანახოს ტურისტს ესა თუ ის ძეგლი და დაუვიწყარი გახადოს მოგზაურობა.

Read More »

როგორ განვსაზღვროთ საკვანძო სიტყვები ვებ გვერდისათვის

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ დღეს სამას მილიონამდე ვებ გვერდი არსებობს ინტერნეტ სამყაროში. რამდენი გახსოვთ თქვენ? ხუთი? შვიდი? – მაქსიმუმ თხუთმეტი. კონკურენცია მართლაც ძალზედ დიდია. თითქმის წარმოუდგენელად გეჩვენებათ, რომ თქვენი ვებ გვერდი როდესმე გუგლის საძიებო შედეგებში პირველ ადგილზე აღმოჩნდება. თუ როდესმე ამის შესაძლებლობაში ეჭვი შეგეპარებათ, გაიხსენეთ, რომ თქვენი საიტი განსხვავდება ამ სამასი მილიონი ვებ გვერდისაგან. შეუძლებელია სხვებიც ზუსტად იმავე მომსახურებასა თუ პროდუქტს სთავაზობდნენ მომხმარებელს, როგორსაც – თქვენ. ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენი ვებ გვერდი საჭირო ხალხთან მიიტანოთ.

წარმატების პირველი საიდუმლო: გახსოვდეთ, რომ საიტს მომხმარებლისთვის ქმნით და არა, გუგლის რობოტისთვის. თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელებთ საიტის ოპტიმიზაციისას (SEO), წარმატება გარანტირებული გექნებათ.

ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების საიდუმლო დიდი რაოდენობით ვიზიტორის მიზიდვაშია. ერთი შეხედვით, 1 000 ვიზიტორი მართლაც სჯობს 100-ს. მაგრამ სინამდვილეში, უკეთესია, გყავდეს 100 ვიზიტორი, რომელიც ზუსტად თქვენს მომსახურებასა და შესაბამისად, თქვენს ვებ გვერდს ეძებს, ვიდრე ათასობით სტუმარი შემოვიდეს, პირველ გვერდს გადახედოს, უკმაყოფილოდ გაბრუნდეს უკან და აღარასოდეს  შემოიხედოს.

Read More »