როგორ ავიყვანოთ ახალი კადრი ან ვინ დავაწინაუროთ

(წყარო: “Managerial Insights”)

ჩემი ორმოცწლიანი კონსულტაციების განმავლობაში არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ, რომელთა მთავარი თემა იყო ახალი თანამშრომლის აყვანა.

შევამჩნიე, რომ არსებობს გარკვეული პრინციპი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დავაწინაუროთ და ვინ -არა.

ადამიანი დაწინაურებისა თუ ვაკანტური პოზიციის დაკავების კანდიდატი ხდება თავისი მიღწევების, პროფესიული მომზადებისა და გამოცდილების მიხედვით; თუმცაღა, ყოველთვის ასე არ ხდება.

შეკითხვა, რომელიც წყვეტდა კანდიდატის მიერ პოზიციის დაკავებას შემდეგში მდგომარეობდა: აღიქვამენ თუ არა ახალ  ხელმძღვანელს თანამშრომლები ლიდერად?

იგივე პრინციპი ვრცელდება მენეჯერულ პოზიციებზე ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაშიც.

ამჟამად კონსულტაციებს ერთ-ერთ მსხვილ უძრავი ქონების კომპანიაში გავდივარ. არსებული საკრედიტო კრიზისის გამო კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დირექტორი.

ერთ-ერთ კანდიდატს სულყოფილი რეზიუმე ჰქონდა: მოწინავე ბიზნეს-სკოლის დიპლომი; მუშაობის გამოცდილება უფრო მსხვილ კომპანიაში; შესაბამისი ასაკი და ჩემი კლიენტის მიერ შეთავაზებული ანაზღაურების საფასურად კომპანიაში მუშაობის სურვილი. მიუხედავად ამისა, ის არ აიყვანეს.

რაში მდგომარეობდა პრობლემა?

კანდიდატი არ აიყვანეს შემდეგი მიზეზით: როგორც ჩემმა კლიენტმა გაარკვია, ეს იყო ამპარტავანი ადამიანი, უსიამოვნება ჰქონდა თავის კოლეგებთან, არ იყო გუნდური მოთამაშე და ა.შ.

ამ დეტალების შესახებ არაფერს ამბობს რეზიუმე. ეს დეტალები არ მჟაღავნდება არც გასაუბრების დროს. კანდიდატის წინა დამსაქმებელსაც რომ დაუკავშირდეთ რეკომენდაციისთვის, ისიც კი არ მოგაწვდით ამ ინფორმაციას, რადგან კანდიდატს შეუძლია, ცილისწამებისთვის უჩივლოს მას.

Read More »

Advertisements

როგორ შევადგინოთ CV – სამუშაოს ძიების ოპტიმიზაცია

CV (ლათ.curriculum vitae – ,,ცხოვრების გზა’’, იკითხება, როგორც ,,კურიკულუმ ვიტე’’) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია ადამიანის უნარები, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა საქმიანი ინფორმაცია. ჩვეულებრივ, დამსაქმებლები პირველ რიგში CV-ის ითხოვენ  კანდიდატის ამა თუ იმ პოზიციაზე აყვანამდე.
CV-ის ფორმით ძალიან წააგავს რეზიუმე, თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება:

•    რეზიუმე უნარების, გამოცდილებისა და განათლების მოკლე, ერთ ან ორ გვერდიანი აღწერაა, ხოლო CV – უფრო ვრცელი (მინიმუმ ორი გვერდი) და დეტალური.
•    CV ასახავს არა მხოლოდ ადამიანის აკადემიურ წარსულსა და განათლებას, არამედ მის გამოცდილებას კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, გამოცემებს, პრეზენტაციებს, ჯილდოებს, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობას და ა.შ.

საქართველოში რეზიუმე და CV ხშირად ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ  CV, როგორც ასეთი, ძირითადად აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პოზიციებზე განაცხადის გაკეთებისას გამოიყენება, სადაც აუცილებელია პუბლიკაციების, სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილების, კონფერენციებში მონაწილეობისა და   ჯილდოების მითითება.
Read More »

ცხელი ვაკანსია – ტურისტული გიდი

ზაფხული ყველაზე ,,მკვდარი’’ სეზონია. ხალხი ქალაქს არიდებს თავს და ქუჩები ცარიელდება, კომპანიების აქტივობა იკლებს, შემოსავალი მცირდება. მცირდება ვაკანსიებიც და განსაკუთრებით ჭირს სამუშაოს პოვნა. გასაკვირია, მაგრამ სამუშაოს პოვნის ყველაზე მეტი შანსი ზაფხულშია: ახალი კადრი ზაფხულშიც საჭიროა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გასულია ქალაქიდან, რჩებიან უმეტესად ისინი, ვინც სამუშაოს გამო ვერ ახერხებს დასვენებას, და შედარებით ცოტა უმუშევარი. შესაბამისად, უფრო დიდია შესაძლებლობა, რომ თქვენ CV-ის წაიკითხავენ.

ზაფხულში ყველაზე ხშირად ტურისტული კომპანიებს სჭირდებათ კადრი. ტურსიტული სააგენტოების ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ზაფხულის ცხელი ვაკანსია. თუ გიყვართ მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა, თუ იცით უცხო ენა და ისტორია, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის ყოფილა და ზაფხულში მუშაობასა და დასვენებას შესანიშნავად შეუთავსებთ ერთმანეთს.

ერთი შეხედვით საკმაოდ ადვილი უნდა იყოს ტურისტების  გაძღოლა, მაგრამ კარგი გიდის გარეშე მშვენიერი ბუნება და გასაოცარი ხედები,  ისტორიული ძეგლები და ადგილები მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას მოახდენს ტურისტებზე. შენობა თავისთავად მხოლოდ შენობაა, ადამიანი აქცევს შენობას, ისტორიულ ძეგლებს და ბუნებას  საინტერესოდ. კარგი გიდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ განსაკუთრებული, უცნობი მხრიდან დაანახოს ტურისტს ესა თუ ის ძეგლი და დაუვიწყარი გახადოს მოგზაურობა.

Read More »

როგორ განვსაზღვროთ საკვანძო სიტყვები ვებ გვერდისათვის

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ დღეს სამას მილიონამდე ვებ გვერდი არსებობს ინტერნეტ სამყაროში. რამდენი გახსოვთ თქვენ? ხუთი? შვიდი? – მაქსიმუმ თხუთმეტი. კონკურენცია მართლაც ძალზედ დიდია. თითქმის წარმოუდგენელად გეჩვენებათ, რომ თქვენი ვებ გვერდი როდესმე გუგლის საძიებო შედეგებში პირველ ადგილზე აღმოჩნდება. თუ როდესმე ამის შესაძლებლობაში ეჭვი შეგეპარებათ, გაიხსენეთ, რომ თქვენი საიტი განსხვავდება ამ სამასი მილიონი ვებ გვერდისაგან. შეუძლებელია სხვებიც ზუსტად იმავე მომსახურებასა თუ პროდუქტს სთავაზობდნენ მომხმარებელს, როგორსაც – თქვენ. ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენი ვებ გვერდი საჭირო ხალხთან მიიტანოთ.

წარმატების პირველი საიდუმლო: გახსოვდეთ, რომ საიტს მომხმარებლისთვის ქმნით და არა, გუგლის რობოტისთვის. თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელებთ საიტის ოპტიმიზაციისას (SEO), წარმატება გარანტირებული გექნებათ.

ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების საიდუმლო დიდი რაოდენობით ვიზიტორის მიზიდვაშია. ერთი შეხედვით, 1 000 ვიზიტორი მართლაც სჯობს 100-ს. მაგრამ სინამდვილეში, უკეთესია, გყავდეს 100 ვიზიტორი, რომელიც ზუსტად თქვენს მომსახურებასა და შესაბამისად, თქვენს ვებ გვერდს ეძებს, ვიდრე ათასობით სტუმარი შემოვიდეს, პირველ გვერდს გადახედოს, უკმაყოფილოდ გაბრუნდეს უკან და აღარასოდეს  შემოიხედოს.

Read More »

უმუშევრობასთან ბრძოლის ხელოვნება

უმუშევართა აზრით, უმუშევრობა ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება ადამიანს დაიმართოს. ერთ დღეს აცნობიერებ, რომ სამუშაო აღარ გაქვს და ხვალიდან შენი დღეები სხვაგვარად წარიმართება.

  სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვიმეორებთ სიტყვებს: ,,უმუშევრობას ყველაფერი სჯობს, ყველანაირი სამუშაო’’, – ამ სიტყვებით ვიჯერებთ თავს და ვცხოვრობთ რთულ სამუშაოსთან ერთად: დილით ვიღვიძებთ, უფრო სწორედ, მაღვიძარა გვაღვიძებს, ვემზადებით, რამდენიმე წამით გვიტაცებს ლურჯი ცა, მერე გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობა, ღიმილით შევდივართ ოფისში და კარის  გაღებასთან ერთად ვხვდებით, რომ დავიღლებით და ამიტომ კიდევ უფრო გვჭირდება ღიმილი, საღამომდე აუცილებლად მოგვიშლიან ნერვებს, არც ჩვენ ვართ მაინცდამაინც ანგელოზები, საღამოს სახლში ვბრუნდებით… არაფრის თავი აღარ გვაქვს.

 ვიყოთ რეალისტები, კარგი სამუშაო არ არსებობს, სამუშაოს თან სდევს მოწყენილობა და დაღლილობა. მაგრამ სამუშაო ჩვენი თვითგამოვლენის საშუალებაა და როგორც ფსიქოლოგიის დოქტორი, ლინ ჰაგანი იტყოდა ,,ადამიანებს გვახასიათებს საკუთარი თავის გაიგივება სამუშაოსთან. ეს ჩვენი ცხოვრების იმდენად განუყრელი ნაწილია, რომ  მისი დაკარგვის შემთხვევაში, თავს ცუდად ვგრძნობთ’’… Read More »