სამსახურის ხშირი ცვლა – კარიერის დასაწყისი თუ დასასრული

ბევრს მიაჩნია, რომ სამსახურის ხშირი გამოცვლა ხელს უშლის კარიერულ წინსვლას და რაც უფრო დიდხანს გაჩერდები ერთ ადგილზე, მით უფრო გაიზრდება თქვენ მიმართ ნდობა. მართლაც, იყო დრო, როცა ადამიანი მთელ ცხოვრებას ერთ სამსახურში ატარებდა. წლებთან ერთად იზრდებოდა მის მიმართ პატივისცემა და ნდობა, მისი გამოცდილება და თანამდებობა.

დღეს ვითარება აშკარად შეიცვალა და 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდების უმეტესობას 5-ზე მეტი სამუშაო აქვს გამოცვლილი. უკეთესი სამუშაო პირობების, ხელფასის, გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის მიზნით არაერთი ადამიანი იწყებს ახალი სამსახურის ძიებას. ევროპასა და აშშ-ში სამუშაო ადგილის ხშირ ცვლას job-hopping-ს უწოდებენ და მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ცხადია, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიერულ წინსვლაში: მან შეიძლება არამარტო განაპირობოს თქვენი წარმატება და განვითარება, არამედ, დაღუპოს თქვენი კარიერა.

ცხადია, კადრების შერჩევის სპეციალისტებს უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ აპლიკანტის მიმართ, ვისაც სამუშაო გამოცდილების უსასრულო ჩამონათვალი აქვს რეზიუმეში. ბევრი hr მენეჯერი ამის მიხედვითაც ცხრილავს რეზიუმეებს. კადრების შერჩევა დროსა და ფინანსებს უკავშირდება, დამსაქმებელს კი ხელს არ აძლევს ისეთი თანამშრომლის აყვანა, რომელიც მალე მის კომპანიასაც დატოვებს. შესაბამისად, ახალი კადრის აყვანისას კადრების შერჩევის სპეციალისტი ცდილობს, ამ თვალსაზრისითაც გააკეთოს გათვლა და გრძელვადიანი კადრი აიყვანოს.

Read More »